როგორ უნდა მიულოცოთ ანაობა მოსახელეებს და რა ლოცვა უნდა წაიკითხოთ მათთვის
როგორ უნდა მიულოცოთ ანაობა მოსახელეებს და რა ლოცვა უნდა წაიკითხოთ მათთვის
საქართველოში ანაობა წელიწადში რამდენჯერმე აღინიშნება. 7 აგვისტოს კი მართლმადიდებელი ეკლესია მარიამ ღვთისმშობლის დედის წმინდა ანას გარდაცვალების დღეს მოიხსენებს.
სახელი ანა ძველი ებრაულიდან მომდინარეობს და ითარგმნება როგორც "სასურველი", "სანდომიანი", "საამო". ანა ღვთისმშობელ მარიამის დედის სახელია. მისი მოფერებითი ფორმებია: ანო, ანუკა, ანიკო, ანი.
წმინდანის თანამოსახელეებს, ყველას, ვისაც ანა ჰქვია, ამ დღეს განსაკუთრებულად ვულოცავთ.
ამ დროს აუცილებელია გამოვყოთ და არ აგვერიოს მფარველი ანგელოზის და წმიდანის სახელობის დღე,_ეს სხვადასხვაა! ეკლესიურად მილოცვის გამოკვეთილი ფორმები არ არსებობს, უმთავრესი ამ დროს მილოცვასთან ერთად არის მათთვის ლოცვა. შევავედროთ
წმიდანს, როგორც თანამოსახელე.
განსაკუთრებული საჩუქარი, რაც შეიძლება ვუძღვნათ ყველა პატარა ანას, ეს არის საღმრთო ლიტურგიაზე წაყვანა და წმიდა ზიარების მიღება.
ამ დღეს სასურველია, წარმოვთქვათ იოაკიმეს და ანას ტროპარ-კონდაკი:

ტროპარი: მართალთა შენთა უფალო, სახსენებელსა ვდღესასწაულობთ, და მათ მიერ გევედრებით: აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
სხვა ტროპარი: რომელი ჰსჯულსა შინა მადლისა მიერ განმართლდეს, და ყრმა ღმრთის-მშობელი გვიშვეს ჩუენ, იოაკიმ და ანა, ამის-თვისცა დღეს ბრწყინვალედ განსცხრების სოფელი, და დღესასწაულობს ეკლესია ღმრთისა პატიოსანსა ხსენებასა მათსა, და ადიდებს ღმერთსა, რომელმან აღგვიდგინა ჩუენ რქა ცხოვრებისა სახლსა დავითისსა.
კონდაკი: იხარებს აწ ანა, ბერწობისა საკრველთაგან ხსნილი, და ზრდის ყოვლად-უხრწნელსა, თანად მომწოდებელი ყოველთა გალობად,
რომელმან მოანიჭა საშოთ მისით კაცთა მხოლო დედა, ქმრისა გამოუცდელი.

წმინდა ანამ და მისმა მეუღლემ იოაკიმემ სიბერემდე ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მიეცათ. იმდროინდელი წარმოდგენით, უშვილობა სასჯელად ითვლებოდა.

მოძებნეთ თქვენი ბავშვის სახელი და გაიგეთ, რას ნიშნავს იგი

დიდ დღესასწაულებზე ისინი იერუსალიმში მიდიოდნენნ. ერთხელაც, როცა იოაკიმე ტაძარში მივიდა მსხვერპლის შესაწირად, მღვდელმთავარმა მისი ძღვენი არ მიიღო, როგორც უშვილობით ღვთისაგან დასჯილისა. გულდათუთქული იოაკიმე სახლში აღარ დაბრუნებულა, უდაბნოში წავიდა. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე მართალი მოხუცი ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა და ღმერთს შესთხოვდა, სირცხვილი აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა.
როდესაც ქმრის შეურაცხყოფის ამბავი გაიგო, ანა ატირდა და შინაურთაგან თავისი მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა. ამ დროს თვალიჰკიდა ჩიტის ბუდეს, რომელშიც ბარტყები ჟივჟივებდნენ. გულდაწყვეტილმა ანამ წამოიძახა: „ყველა ნუგეშობს შვილებით. მხოლოდ მე ვარ უშვილო და უნუგეშო“.
უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოსი წარსდგა და უთხრა: „ანა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება ასულის სახელად მარიამი. იგი გახდება დედა ღვთისა“.
მართლაც, ანამ მუცლად იღო და შვა ქალწული, რომელსაც მარიამი უწოდეს. სამ წლამდე მარიამი მშობლებთან იზრდებოდა, სამი წლისა კი, აღთქმისაებრ, იოაკიმემ და ანამ ტაძარში წაიყვანეს და იქ აღიზრდებოდა სხვა ქალწულებთან ერთად. მარიამის დაბადებიდან მალე იოკიმე გარდაიცვალა, ანა კი ტაძრის მახლობლად დასახლდა. გადმოცემის თანახმად, იგი მშვიდობით მიიცვალა იერუსალიმში 79 წლის ასაკში ღვთისმშობლის ხარებამდე ცოტა ხნით ადრე.

ტეგები: ანაობა
813
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?