"ჩუმად ყიდულობდა მაღაზიაში შოკოლადებს, მერე ველოსიპედით მიდიოდა და დედ-მამის საფლავზე ტოვებდა"
"ჩუმად ყიდულობდა მაღაზიაში შოკოლადებს, მერე ველოსიპედით მიდიოდა და დედ-მამის საფლავზე ტოვებდა"
აგვისტოს ომის დღეების გახსენება უმძიმესი ჭრილობაა უამრავი ადამიანისთვის. განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ვინც საკუთარი თვალით ნახა ნამდვილი ომი, დაკარგა ყველაზე ძვირფასი - მშობლები და ასევე იმ შვილმკვდარი მშობლებისთვის, რომლებისთვისაც აგვისტოს ომით ცხოვრება დასრულდა.
ფეისბუქში ომის წლისთავს ყველა საკუთარი ტკივილით ეხმაურება...

"რა დამავიწყებს ამ ბავშვს. ფაქტიურად თვალწინ მოუკლეს რუსებმა დედაც და მამაც.
პატარა მარტო იდგა ავტოგარეხთან და აღარც დედა მოვიდა და აღარც მამა. თურმე სადღაც გარბოდა და დაჭრილი მაშველმა მიიყვანა ჰოსპიტალში.
სიარული როცა შეძლო, დედ-მამის სანახავად იპარებოდა იაშვილიდან ჰოსპიტალში, ცოცხლები ეგონა და 8
წლის დიტომ იფიქრა, ტაქსით ნახავდა. მოატყუეს, რადგან დაჭრილი დედა ჰყავდა ნანახი, მამამ უკრაინაში წაიყვანაო. უთქვამს, მამას 300 დოლარი ჰქონდა და დედას გადაარჩენსო...
მეზობლის ბავშვისგან გაიგო, რომ აღარ ყავდა დედა და მამა და იმის მერე თურმე აღარ ლაპარაკობს იმაზე, რაც მოხდა...
პატარა ჩუმად ყიდულობდა თურმე მაღაზიაში შოკოლადებს, მერე ველოსიპედით მიდიოდა და დედიკოს და მამიკოს საფლავზე ტოვებდა. მეტი რა უნდა თქვას ან რა უნდა ეთქვა?....
ყველაზე დიდი უბეურება 8 წლის ასაკში დაატყდა თავზე და მაგარ ბიჭად არის გაზრდილი.
ომი დიტოსთვის 8 აგვისტოს დაიწო, ჩემთვის წლების წინ როცა აფხაზეთის ომის გამო, არ მაჭამა დედამ საჭმელი, დიანას
მოუკვდა მამა, ირინას დაუწვეს ბებია და ა.შ. დღეს სულ სხვანაირი იქნებოდა ბევრი ბავშვის ცხოვრება".

თამარ ბოჭორიშვილი, ჟურნალისტი
1999
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნია
0
ამ ბავშვების ცოდვით ვინ უნდა გაიხაროს.მეზიზღება რუსეთი.ოკუპანტებო,ღორებო.არ დამიწყოთ ახლა ხალხი რა შუაშია და პოლიტიკაა და მსგავსი რაღაცები.მეც მყავს რუსი მეგობრები ,მაგრამ არ ვერიდები მათაც და ვამბობ ყოველთვის რომ რუსეთი ოკუპანტია.
16:27 / 08-08-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```