ფეისბუქში ომის წლისთავს ყველა საკუთარი ტკივილით ეხმაურება...
"რა დამავიწყებს ამ ბავშვს. ფაქტიურად თვალწინ მოუკლეს რუსებმა დედაც და მამაც.
პატარა მარტო იდგა ავტოგარეხთან და აღარც დედა მოვიდა და აღარც მამა. თურმე სადღაც გარბოდა და დაჭრილი მაშველმა მიიყვანა ჰოსპიტალში.
სიარული როცა შეძლო, დედ-მამის სანახავად იპარებოდა იაშვილიდან ჰოსპიტალში, ცოცხლები ეგონა და 8 წლის დიტომ იფიქრა, ტაქსით ნახავდა. მოატყუეს, რადგან დაჭრილი დედა ჰყავდა ნანახი, მამამ უკრაინაში წაიყვანაო. უთქვამს, მამას 300 დოლარი ჰქონდა და დედას გადაარჩენსო...
მეზობლის ბავშვისგან გაიგო, რომ აღარ ყავდა დედა და მამა და იმის მერე თურმე აღარ ლაპარაკობს იმაზე, რაც მოხდა...
პატარა ჩუმად ყიდულობდა თურმე მაღაზიაში შოკოლადებს, მერე ველოსიპედით მიდიოდა და დედიკოს და მამიკოს საფლავზე ტოვებდა. მეტი რა უნდა თქვას ან რა უნდა ეთქვა?....
ყველაზე დიდი უბეურება 8 წლის ასაკში დაატყდა თავზე და მაგარ ბიჭად არის გაზრდილი.
ომი დიტოსთვის 8 აგვისტოს დაიწო, ჩემთვის წლების წინ როცა აფხაზეთის ომის გამო, არ მაჭამა დედამ საჭმელი, დიანას მოუკვდა მამა, ირინას დაუწვეს ბებია და ა.შ. დღეს სულ სხვანაირი იქნებოდა ბევრი ბავშვის ცხოვრება".
თამარ ბოჭორიშვილი, ჟურნალისტი