"პრინცესა დაიანა მას არ შეიყვარებდა, უჩემოდ კი არარაობა იქნებოდა“ - მეგან მარკლის მამის სკანდალური ინტერვიუ
"პრინცესა დაიანა მას არ შეიყვარებდა, უჩემოდ კი არარაობა იქნებოდა“ - მეგან მარკლის მამის სკანდალური ინტერვიუ
რამდენიმე თვის წინ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი საკითხი საფრთხის ქვეშ იყო. პატარძლის ნათესავები თითქოს მთელი ძალით ცდილობდნენ გაეფუჭებინათ ურთიერთობა სამეფო ოჯახთან. ცეცხლზე ნავთი მეგანის მამამ - ტომასმა დაასხა. დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ცნობილი, მიიყვანდა თუ არა შვილს საკურთხეველთან, მოგვიანებით კი სკანდალური (დადგმული) ფოტოების წყალობით ის საავადმყოფოში მოხვდა და უარი განაცხადა ქორწილში მისვლაზე.

altდიდგვაროვანი ოჯახისშვილები სამეფო ქორწილში - ვის შვილებს ეკავათ პატარძლის შლეიფი



ცერემონიიდან რამდენიმე დღეში, ტომასმა ჟურნალისტებს სკანდალური ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ მთელი ცხოვრება ინანებს, რათა
ასეთ მნიშვნელოვან დღეს არ იყო ქალიშვილის გვერდით. ამის შემდეგ ტომას მარკლი სიხარულით თანხმდება ჟურნალისტებს ინტერვიუზე, რომლებიც ცდილობენ მეგანის ცხოვრების პიკანტური დეტალების გარკვევას. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ინტერვიუში მას დიდ თანხას უხდიან, წარმოსადგენია ჰერცოგინიას სულიერი მდგომარეობა.

mshoblebi
მამის რამდენიმე სკანდალური განცხადების შემდეგ, მეგანმა საერთოდ შეწყვიტა მასთან კონტაქტი.
ყველაფერი დაიწყო ტომასის განცხადებით: „მეგანი შეშინებულია! ეს აისახება მის მიმიკაზე, თვალებზე, ღიმილზე. მას ნაძალადევი ღიმილი აქვს, მისთვის რთულია სიხარულის იმიტირება - არადა ის ხომ მსახიობია. უარს ვაცხადებ დუმილზე. ის იქნებოდა არარაობა ჩემს გარეშე. ჩემი დამსახურებაა, რომ ახლა ჰერცოგინიაა. ის, რასაც მეგანი წარმოადგენს - მე შევქმენი“, - ამბობს მამა.
mshoblebi
ბოლო ინტერვიუში პრინცესა დიანაც ახსენა:“ პრინცესა დიანას არ ეყვარებოდა ის, როცა გაიგებდა, თუ როგორ მექცევა. არ მაინტერესებს, თუ ჰარი ცხოვრებაში არ დამელაპარაკება“.
ლედი დიზე განცხადება გააკეთა მეგანის ნახევარ ძმამაც:“ ოდესღაც მეგანი ოცნებობდა დედოფლობაზე. სამწუხარო იქნება, თუ მისი ოცნება დაიმსხვრევა“.
ამ ავანტიურას მეგანის ნახევარ დაც შეუერთდა, რომელიც მას მამის მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს.
mshoblebi
რთულია იმის წარმოდგენა, თუ რას გრძნობს ჰერცოგინია. მას ისედაც უჭირს ახალ სტატუსთან შეგუება. ქორწინების შემდეგ ის ბევრ შეზღუდვებს და მოვალეობებს შეეჯახა. ამ ყველაფერს ნათესავების ბოიკოტიც დაემატა.
ჰერცოგი ყველანაირად გვერდში უდგას მეგანს. საზოგადეობა გამუდმებით ადარებს ორ ჰერცოგინიას ერთმანეთს და აცხადებს, რომ კამბრიჯის ჰერცოგინიას შურს მეგან მარკლისი. ჟურნალისტები მოუთმენლად ელოდნენ მათ ერთობლივ გამოჩენას საზოგადოებაში, რათა რაიმე რაიმე ხელჩასაჭიდი და სკანდალური აღმოეჩინათ. მაგრამ არ გამოუვიდათ. სხეულის ენის ექსპერტები აცხადებენ, რომ მეგანსა და კეიტს შორის მხოლოდ მეგობრული კავშირი დაინახეს.
mshoblebi
მეგანისთვის მამა იყო პირველი ადამიანი, ვისაც ის გაენდო და გააცნო პრინცი ჰარი. ის დიდი იმედებს ამყარებდა მამის თანადგომაზე. ამიტომ მისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია მასთან ასეთი დამოკიდებულება.
რთულია იმის წარმოდგენაც, თუ რას განიცდის ახლა მეგანი, მაგრამ საყვარელი ადამიანის, კემბრიჯის ჰერცოგის თანადგომით ის მოაგვარებს ამ პრობლემას.

8901
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
kk
0
ყელში ამოადინეს ამ გოგოს ჰარიზე გათხოვება,საკუტარი მამა ასე მტრულად განწობილი რატო უნდა იყოს შვილის მიმართ არ მესმის? სულ სკანდალებზე რატო ეძებენ ეს უსაქმური ჟურანლისტები
15:56 / 09-08-2018
0
1
რას გადაეკიდეთ ეს ჟურნალისტები ამ გოგოს? შეარგეთ კონკიას ჰეფიენდით ასრულებული ოცნება და დააცადეთ მშვიდათ ცხოვრება. რას დასდევთ და ხან თავზე თმის ღერებს უთვლით ხან კიდე იმაზე ჭორაობთ ვის დახეული წინდა აცვია, ვის კიდე ფეხსაცმელი, ბოლოსდაბოლოს ეგენი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ძალიან შამაწუხებელია მუდმივად ყურადღების ცენტრში და გამადიდებლებით რომ აკვირდებიან თითოეულ ჯესტს, მიმიკას, წარბის აწევას... ხოო კიდე, აქამდე ამათ პრობლემებზე მარჯვნიდან მარცხენა მიმართულებით თუ დარდობდით, აწი შეცვალეთ და მარცხნიდან მარჯვენა მიმართულებით იდარდეთ:):):)
14:23 / 09-08-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```