მე-4 სართულის ფანჯრის რაფაზე ავიდა და გადავარდა რუსთავში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გოგონა დღეს საღამოს 21-ე მიკრორაიონში, საცხოვრებელ ბინაში მე-4 სართულის ფანჯრის რაფაზე ავიდა და გადავარდა. ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ინტერპრესნიუსი