პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი აგვისტოს ომის დროს მომზადებულ ფოტორეპორტაჟს იხსენებს საქართველო პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ლელი ბლაგონრავოვა აგვისტოს ომის დროს მომზადებულ ფოტორეპორტაჟს იხსენებს.
„10 წლის წინ, გორში ომის გადაღებაში გამოუცდელი ფოტოგრაფი მარტო წავედი გადასაღებად "ელასტიკებსა და ტაპკებში".
არ მეშინოდა, მაგრამ გარდა მოქალაქეობრივისა, პროფესიული მოვალეობა არ მასვენებდა. სახლში ვერ დავრჩებოდი.
ვასწავლიდი ფოტოჟურნალისტიკას და მინდოდა მაგალითი ვყოფილივიყავი ჩემი სტუდენტებისათვის“ - წერს ბლაგონრავოვა. მისმა გადაღებულმა ფოტოებმა არამარტო თანამემამულეებს, მთელ მსოფლიოს აჩვენა აგვისტოს ომის ტრაგედია.