"მოკლულ მამაკაცს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი" - რა მოხდა ვარკეთილში
"მოკლულ მამაკაცს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი" - რა მოხდა ვარკეთილში
8 აგვისტოს, საღამოს მკვლელობა მოხდა ვარკეთილში. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 41 წლის მამაკაცი მოკლეს, 48 წლის მამაკაცი კი დაჭრილია და მას სამედიცინო დაწესებულებაში უტარდება მკურნალობა.

"ქრონიკის" ინფორმაციით, მოკლულ მამაკაცს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

"სადარბაზოში რომ შემოვედი, სისხლის დიდი გუბე იდგა, სხვა არფერი ვიცი, წყნარი, კარგი ბიჭი იყო, არანაირად კონფლიქტური, რის ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება არ ვიცი", - განუცხადა "ქრონიკას" მოკლულის მეზობელმა.

მეორე მეზობლის თქმით, მკვლელობა სადარბაზოში მოხდა.

"ღამე იყო, საათი არ მახსოვს, უცებ ხმაური ატყდა, სასწრაფო მოვარდა, ნეტა რა ამბავია-თქო და
ეს უბედურება ყოფილა. ვიცნობდი, ჩემ ხელში გაზრდილი ბიჭი იყო, წყნარი. ადრე მძღოლად მუშაობდა და ახლა არ ვიცი სად...როგორც ამბობენ, სადარბაზოში ვნახეთ მკვდარი".

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახმკვლელობა) და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

altშსს-ს ინფორმაციით, ვარკეთილში მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა



4016
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?