"ბავშვი გადაურჩა ორგანოების გაყიდვას!" - ქართველი გოგონას თავზარდამცემი ისტორია, რომელიც ოთხმა ბიჭმა სასტიკად გააუპატიურა
"ბავშვი გადაურჩა ორგანოების გაყიდვას!" - ქართველი გოგონას თავზარდამცემი ისტორია, რომელიც ოთხმა ბიჭმა სასტიკად გააუპატიურა
"სოლიდარობის სახლი" საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ქართველ გოგონაზე წერს. ამ ამბავმა უამრავი ადამიანი შეძრა... გოგონა ცოტა ხნის წინ დედა გახდა, მანამდე კი რა კოშმარული დღეებიც განვლო, ამის შესახებ "სოლიდარობის სახლის" წარმომადგენლებს თავად უამბო... ამონარიდი მისი ნაამბობიდან:

- დავიბადე და გავიზარდე სოფელში. 19 წლის ასაკში შემიყვარდა ერთი ბიჭი. 6 წელი ერთად ვიყავით, დროდადრო ვხვდებოდით და ბედნიერი ვიყავი მასთან. ერთ საბედისწერო საღამოს, როცა სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი, ოთხი უცნობი ახალგაზრდა ბიჭი თავს დამესხა და გამაუპატიურა. მომხდარზე ყველაფერი არ მახსოვს, რადგან წინააღმდეგობის გაწევისას სასტიკად მცემეს.
წიხლებს მირტყამდნენ, სახეში კი - მუშტებს... გონზე საავადმყოფოში მოვედი. ამ მიზეზით შეყვარებულს რაღაც პერიოდი დავშორდი...

მკურნალობის თვე-ნახევრის შემდეგ გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. როცა ოჯახში გაიგეს, მშობლებმა და და-ძმამ საშინელი წინააღმდეგობა გამიწიეს. მლანძღავდნენ, მამცირებდნენ, თავი მოგვჭერი, შეგვარცხვინეო... მაძალებდნენ აბორტს. რომ ვერ დამითანხმეს, ბოლოს მოძებნეს ვიღაც, ვისზედაც ბავშვი უნდა მიეყიდათ. მე ჩემს შვილს ვერ დავთმობ. მართალია, ეს ბავშვი იმ საშინელ ღამეს ხშირად გამახსენებს, მაგრამ ბავშვმა რა დააშავა? მე ვერც მოვკლავ შვილს და ვერც გავყიდი! სახლიდან გამოვიქეცი.

ჩემმა ყოფილმა შეყვარებულმა რომ ეს ამბავი გაიგო, მომძებნა და ისევ შევხვდით ერთმანეთს. მან მითხრა, რომ ბავშვს არაფერი დაუშავებია, არ
ინერვიულო, ჩემს გვარს მივცემ ბავშვს და ვეცდები მამობაც გავუწიოო. გენეკოლოგმა მითხრა, რომ ჩემთვის აუცილებელია საკეისრო კვეთა, რადგან ერთ თვალში მხედველობა საერთოდ არ მაქვს და მშობიარობამ შესაძლოა მეორე თვალიც დამიზიანოს და სულ დავბრმავდე. ორჯერ შიმშილისგან გული წამივიდა. ვიღაცეებმა პატრული და სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს, რომ თავშესაფარში ან საავადმყოფოში გადავეყვანე, მაგრამ შემეშინდა და არ წავყევი.

ვიღაც ორი ქალი გადამეკიდა, ბავშვი მოგვყიდეო, უარი რომ ვუთარი, მერე მეუბნებოდნენ, თურქეთში ბავშვის ორგანოებს ყიდიან, დიდ ფულს იშოვი და გამდიდრდებიო. შემეშინდა და თბილისში გამოვიქეცი. ცოტა დანაზოგი ფული მქონდა და ბავშვისთვის ტანისამოსი ვიყიდე. სულ 7 ლარი დამრჩა... მთავარია, ბავშვი გავაჩინო და მისი ბედნიერებისთვის მალევე დავიწყებ მუშაობას და დავიცავ ჩემს პატარა გოგონას ავი ზნის ადამიანებისგან! – ტირილით, მაგრამ ასეთი შემართებით დაასრულა ამ ტრაგიკული ისტორიის მოყოლა 25 წლის გოგონამ, რომელიც ჩვენთვის გმირი ქალი და გმირი დედაა!" - ამბობს სოლიდარობის სახლის დამფუძნებელი თამარ ლომიშვილი... იგი გოგონას შესახებ გვესაუბრა:

- საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე გოგონას სახელს და გვარს არ გავამხელ... მისი ისტორია კი მართლაც შემზარავია: ჯერ ბათუმის, შემდეგ თბილისის ქუჩებში თვეზე მეტი იწანწალა სამშობიაროდ გამზადებულმა. ღამით, სკამებს ერთმანეთს მიადგამდა და ასე ეძინა სკვერში. პატარა ჩანთაში ჰქონდა პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი, 7 ლარი და ბოლო თეთრებით ნაყიდი ჩვილის სამოსი. გოგონას ოჯახის წევრები და ნაცნობები აიძულებდნენ, ან მუცელშივე მოეკლა უკანონოდ ჩასახული შვილი, ბავშვი ან მისი ორგანოები დიდ ფულზე გაეყიდა და ასე გამდიდრებულიყო! გოგონამ იბრძოლა და შვილის გადასარჩენად დედაქალაქში გამოიქცა! ისნის სკვერში მოხეტიალე უცხო გოგო, იქვე მაცხოვრებლებმა მალევე შეამჩნიეს. ფეხმძიმეს გამოკითხეს, რა იყო მისი ქუჩაში ყოფნის მიზეზი. მას არ დაუმალავს და თავზარდამცემი ისტორია გაუმხილა. შეშფოთებული მეზობლებმა გამოიძახეს პატრული და სასწრაფო დახმარება, რომ თავშესაფარში ან სამშობიაროში გადაეყვანათ. შეშინებულმა გოგომ სასტიკი უარი განაცხადა და ოქმზე ხელმოწერით დაადასტურა თავისი პოზიცია. მოსახლეობა საგონებელში ჩავარდა, ვისთვის მიემართათ, აღარ იცოდნენ, არადა, გენოკოლოგის პროგნოზით, ერთ დღეში ბავშვი უნდა დაბადებულიყო. სწორედ ამ დროს, მოქალაქეები დაგვიკავშირდნენ და სთხოვეს პატრონაჟი გაეწია მშობიარისათვის. სატელეფონო საუბრის შემდეგ გოგონა დათანხმდა, "სოლიდარობის სახლისთვის" შეეფარებინა თავი... ის ღამე ჩემთან გაატარა სახლში, ქუჩაში ნახეტიალები, მოწესრიგდა და თითქმის მთელი ღამე თავისი ბედკრულ ისტორიას მიამბობდა. დილით სასწრაფო დახმარების საშუალებით გადავიყვანეთ სამშობიაროში. მალე, საკეისრო კვეთით დაიბადა საოცრება, ულამაზესი და უსაყვარლესი - ადა! ადას დაბადება იყო სასწაული და მინდა ამ სასწაულის ისტორია იცოდეთ. მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც მონაწილეობა მიიღო დედა-შვილის გადარჩენაში და მადლობა მაკა რიგვავას და ქრისტინა ბოღდასაროვს, რომლებმაც ერთი კვირის მანძილზე არც მარტო და არც მშიერი მიატოვეს გოგონა. მათ ასევე, ვინც დაუკავშირდნენ "სოლიდარობის სახლს" და მიაწოდეს ინფორმაცია დედა-შვილის გაუსაძლის მდგომარეობის შესახებ;

მანანა გაბრიჭიძე
12056
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
საბა
0
უფ,რა საოცარი ზღაპარია,ცოტა დაუფიქრდით რეებს აქვეყნებთ,რა ორგანოები,რის ჰაუპატიურება,რა შეყვარებული,რის გვარის მიცემა,დააორსულა ვიღაცამ,და გამოაგდეს სახლიდან
09:04 / 17-08-2018
lali
0
კი მაგრამ 4 ბიჭმა გაუპატიურებისათვის პასუხი არ უნდა აგოს? მხეცები.ყველა უნდა დაკოდო და ციხეში გაუშვა დედლებად
11:41 / 15-08-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?