"ჩვენ არასდროს დავმარცხდებით, თუ ხელს არ ავიღებთ ღმერთზე..." 21 წლის ალეკო ავტოავარიას ემსხვერპლა - გურამიშვილზე დაეჯახა მას დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა (განუკითხაობის კიდევ ერთი მსხვერპლი - 21 წლის ბიჭს 20 წლის გოგონა მანქანით დაეჯახა).
კიდევ ერთი ახალგაზრდა სიცოცხლე შეწყდა დროზე ადრე, დარჩა ბევრი ფიქრი და ოცნება. როგორც ახლობლები იხსენებდენ, ალეკო სულ ძიებაში იყო. სწავლის პარალელურად სხვადასხვა ადგილას მუშაობდა და უკეთეს მომავალზე ოცნებობდა.
ავარიამდე შეყვარებულს შეხვდა, ცოლის მოყვანას გეგმავდა... თუმცა მოულოდნელად დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა დაეჯახა...
სოციალურ ქსელში მისი ბოლო დღეების ჩანაწერები - 10 აგვისტოდან 13 აგვისტოს ჩათვლით, დამაფიქრებელია. შესაძლოა, მას რაღაც წინათგრძნობა ჰქონდა...
"ჩემი გონება გაჩერებას აპროტესტებს, პრობლემები, სამუშაო მომეცით..."
"ჩვენ არასდროს დავმარცხდებით, თუ ხელს არ ავიღებთ ღმერთზე..."
"ჩვენი დამოკიდებულება ადამიანის მიმართ ისეთი უნდა იყოს როგორც სახარება გვასწავლის და არა ჩვენს კაპრიზებს და ილუზიებზე აგებული. გვინდა რომ სხვები ისეთები იყვნენ როგორებიც ჩვენ გვსურს იმაზე კი აღარ ვფიქრობთ როგორები ვართ ჩვენ დაგვისვამს ეს კითხვა საკუთარი თავისთვის?"
"ადამიანი უფლისგან სამი ყველაზე დიდ ჯილდოს უნდა ელოდოს: სარწმუნოებას, სასოებას და სიყვარულს..."
"გული მტკივა ხოლმე, რადგან ჩემი გაკეთებული არ ფასდება, თუ რამე ფასდება ფასდება სხვისი, თუ რამე ისე არ გამოვიდა, ყველა დარტყმა ჩემზე მოდის..."
"დიდი ძალა უნდა, რომ ვინმეს ტყუილი ან ღალატი ვაპატიო, მაგრამ მოვნახავ რაიმე გზას, რომ მას შევუნდო, უბრალოდ ის ურთიერთობა საბოოლოდ დარჩება წარსულს..."
"შვილო, მკვდრებში რად ეძებ ცოცხლებსა..."
"თავმოყვარეობა თავისთავად არც კეთილია და არც ბოროტი. საქმე ისაა, ვინ რაში მოიხმარს მას, რისკენაა იგი მიმართული".