"ახლა ზღვასთან ვარ ახლოს, დედა, და გილოცავ დაბადების დღეს..." იუმორისტმა ქართლოს ნატროშვილმა ეს პოსტი გარდაცვლილ დედას მიუძღვნა:
"14 აგვისტოს შენს დაბადების დღეზე 26 წლის უკან ჩვენ ერთად გამოვრბოდით აფხაზეთიდან გემით. დედა, შენ ყველა ჯიბეში მიდებდი პატარა ფურცლებს, თუ დაგეკარგებოდი, უნდა მივსულიყავი ნებისმიერ უფროსთან და ფურცელი მეჩვენებინა, რომ მისამართზე მივეყვანე.
ახლა ზღვასთან ვარ ახლოს, დედა, და გილოცავ დაბადების დღეს. შენ სულ გწამდა და გჯეროდა საქართველოს გამთლიანება და როგორც შვილისთვისაა დედა განუყოფელი, ასევე აფხაზეთია დედა საქართველოსთვის. მჯერა გაგრაშიც ვიფიქრებ, დედა, შენზე, სადაც შენი ხელის ჩაკიდების ენერგიას ახლაც ვგრძნობ, რომ არ დაგეკარგე დაბომბვის დროს".