"თავიდან უფრო ისეთი გრძნობა მქონდა, როგორც შვილის მიმართ..." ცოტა ხნის წინ თაკო ჩხეიძემ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ძმასთან – ლევან მასხულიასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა... აშკარაა, რომ ულამაზეს და-ძმას განსაკუთრებულად კარგი დაძმობა აქვთ. თაკო ჩხეიძე თავად გვესაუბრა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს 15 წლით უმცროს ძმასთან...
- ჩემი ძმა გახლავთ ლევან მასხულია, რომელიც ჩემზე 15 წლით პატარაა... ჩემს უფროს ვაჟს - სერგის და ლევანს შორის სხვაობა ოთხი წელია და ფაქტობრივად ერთად გაიზარდნენ ძმებივით... ლევანიკო რომ გაჩნდა, 15 წლის ვიყავი და უზომოდ გამიხარდა მისი ამქვეყნად მოვლინება. მოუთმენლად ველოდი მის დაბადებას. მთელი ჩემი სამეგობრო მოლოდინში ვიყავით, უკვე დიდი გოგოები გახლდით და ლევანიკო რომ დაიბადა, ძალიან დიდი სიხარულით შევხვდით! მერე ვასეირნებდით, ვათამაშებდით, ვუვლიდით... თავიდან უფრო ისეთი გრძნობა მქონდა, როგორც შვილის მიმართ... ახლა გაიზარდა და ძალიან დავმეგობრდით...
- ძალიან წარმატებული კალათბურთელია... ესპანეთში თამაშობდა, სპეციალური აკადემია დაამთავრა. ამჯერად სწავლობს ტალინში და იქ თამაშობს.
ვინ არის თაკო ჩხეიძის დიპლომატი მეუღლე?
- დიახ, ლევანიკოს დაბადებიდან მალე დავოჯახდი... ჩემს ქრწილში ლევანიკო ორი წლის იყო, დარბოდა და ვარდებს მაყრიდა თავზე. შემდეგ სერგი შემეძინა და ზამთარ-ზაფხულ სულ ერთად ვისვენებდით კურორტებზე. ერთად გაიზარდნენ სერგი და ლევანიკო... შემდეგ ლევანიკო 16 წლიდან სულ წასულია და მხოლოდ არდადეგებზე ჩამოდის, ხშირად ვაკითხავთ საზღვარგარეთ. ჩემს მეუღლესაც მშობლიური გრძნობა აქვს ლევანიკოს მიმართ და ძალიან გულშემატკივრობს მის კარიერას. ძალიან ბევრს საუბრობენ და მსჯელობენ კალათბურთზე... როცა აკადემიაში სწავლობდა, იქაც რამდენჯერმე ჩავაკითხეთ... საქართველოში რომ ჩამოდის, ყველას ძალიან გვიხარია, მაგრამ განსაკუთრებით ჩემს პატარა ვაჟებს. მათთვის უკვე ნამდვილი ბიძაა ასაკიდან გამომდინარე.
- არაფერში არ ვერევი... საერთოდ არავის ცხოვრებაში არ ვერევი. ძალიან კარგი ბიჭია და ვუსურვებ იყოს წარმატებული და ძალიან ბედნიერი!
მანანა გაბრიჭიძე