ამ დრომდე უცნობია თვითმკვლელობის ზუსტი მიზეზი. არაოფიციალური ინფორმაციით, მომხდარს, იმ ახალ ინტერნეტ თამაშს უკავშირებენ, რომელიც "ლურჯი ვეშაპის" შემდეგ გაჩნდა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორც გარდაცვლილი გოგონას ფეისბუქგვერდიდან ირკვევა, მან თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე დედას დაბადების დღე მიულოცა და მისალოცი წერილიც გამოუქვეყნა:
"და ეს სიყვარული და მილოცვა როგორ სიმწარედ უქციე დღეს. ნეტა, არ მენახე საერთოდ. ნეტა, არ ვიცნობდე შენს მშობლებს"
"რატომ მოექეცი ასე შენს უკარგეს მშობლებს, რატოომ?"
"ყველას გული დაგვწყვიტე. ამ ტექსტის შემდეგ, ეგ რამ გაფიქრებინა"
"ეს რა დღე გათენდა, გუშინ დედას გვერდით იყავი, დაბადების დღე მიულოცე და ასე როგორ, რატომ..." - წერენ ოჯახის ახლობლობლები გარდაცვლილი გოგონას მისალოცი პოსტის ქვეშ.