"ჩემი ანგელოზი... ჩემი ნათლული ტატა... ღმერთო როგორ გავუძლოთ ამ განსაცდელს"
"ჩემი ანგელოზი... ჩემი ნათლული ტატა... ღმერთო როგორ გავუძლოთ ამ განსაცდელს"
როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, გუშინ ტრაგედია დატრიალდა ცნობილი ფეხბურთელის ოჯახში - ნუკრი რევიშვილის უფროსი ქალიშვილი, 9 წლის ტატიანა დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გოგონამ დოლიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ფანჯრის გისოსებს მოკიდა ხელი, რა დროსაც მასზე დენი გადავიდა და დაიღუპა.

მთელმა საქართველომ გაიზიარა ეს ტრაგედია, განსაკუთრებით კი, ოჯახის ახლობლებმა და ნათესავებმა.
ცნობილი მოდელი ირინა ონაშვილი ტატიანას ფოტოს ავრცელებს შემდეგი ტექსტით:

"ჩემი ანგელოზი... ჩემი ნათლული ტატა... ღმერთო როგორ გავუძლოთ ამ განსაცდელს".

ასევე მოდელ თიკო ნატროშვილის ნათლული იყო პატარა ტატა:
"ტატა ჩემი ნათლულია! მე, როგორც ნათლიას, ერთადერთი რაც შემეძლო,
ვიხსენიებდი ლოცვებში. ტრადიცია გაგრძელდება, მაგრამ ერთი განსხვავებით - ვილოცო ტატას სულითვის! ძალიან ადრე იყო ეს შენთვის.. ძალიან!.. მაგრამ
უფალმა ასე ინება. მშვიდად იძინე ჩემო გოგო, მიყვარხარ გულში ჩემო პატარა!"

ნუკრი რევიშვილი წლებია 2006 წლის მის მსოფლიო ბიკინის ტიტულის მფლობელ, მოდელ თიკო ჩხეიძეზეა დაქორწინებული.
mshoblebi
ნუკრი და თიკო

mshoblebi
ტატა

31244
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
ნაია
0
ღმერთო, რა ვთქვა არ ვიცი...
17:31 / 21-08-2018
გიგს
0
მაგრად მევასება ეს ფეხბურთელი და ვთვლი რო ყველაზე მაგარი ქართველი მეკარეა რაც მინახავს, ყოველთვის ვბალელშიკობდი უფრო მაგარ გუნდებში ეთამაშა. არ ვიცოდი ამის ბავშვი თუ იყო ის გოგონა :( ვახ ჩემი რაა, სადაა ჩასაფრებული ხიფათი ვერ გაიგებ, რა ჯანდაბაა, ბავშვს სახლში ხო არ ჩაკეტავ. გამძლეობას ვუსურვებ ნუკრის.
02:30 / 21-08-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?