ჰაერის დაბინძურება და მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა - 21-ე საუკუნის მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად იქცა ჰაერის დაბინძურება და მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა - 21-ე საუკუნის მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად იქცა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, დედამიწაზე 300 მილიონი ბავშვი ყოველდღიურად დიდი ოდენობით მომწამლავ ნივთიერებას ჩაისუნთქავს, რაც 6-ჯერ აღემატება საერთაშორისო ნორმებს. საგულისხმოა ისიც, რომ ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებები, ძირითადად, მიწიდან ერთი მეტრის სიმაღლეზე კონცენტრირდება, რის გამოც დაბინძურებული გარემო ბავშვის ჯანმრთელობას გაცილებით მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე ზრდასრულის.
არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამო, მშობლები ხშირად არჩევენ, შვილებმა ნაკლები დრო გაატარონ ღია ცის ქვეშ - შედეგად, ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტმა სისტემური სახე მიიღო.
როგორც კვლევები აჩვენებს, D ვიტამინის ნაკლებობა ბავშვებში ისეთი დაავადებების პროვოცირებას იწვევს, როგორიცაა რაქიტი, ოსტეომალაცია, სიმსივნე, იმუნური სისტემის დაქვეითება და სხვ. შესაბამისად, თქვენი შვილების ჯანმრთელობისა და მათი ორგანიზმის სწორად განვითარებისათვის საკმარისი დოზით D ვიტამინი - სასიცოცხლოდ აუცილებელია. მისი მიღება კი, მედიკამენტური ფორმის გარდა, ბუნებრივი გზითაც არის შესაძლებელი. D ვიტამინი მზის ინსოლაციის პირობებში გამოიყოფა და სუფთა ჰაერთან სინთეზში, აძლიერებს ბავშვის ორგანიზმს და მას სხვადასხვა დაავადებისგან იცავს.
ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი და მზის სხივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, როცა მათი ძვლოვანი და იმუნური სისტემა ყალიბდება.
ზაფხული საუკეთესო დროა იმისათვის, რომ თქვენი შვილებისთვის ბუნებრივი გზით D ვიტამინის საკმარისი რაოდენობით გამომუშავებას შეუწყოთ ხელი.
დედაქალაქში რამდენიმე ადგილია, სადაც ბავშვებთან ერთად, სუფთა ჰაერზე დროის მშვიდად გატარება შეიძლება, მათ შორისაა: თბილისის ბოტანიკური ბაღი, ლისის ტბისა და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, დენდროლოგიური პარკი თბილისის ზღვის მიმდებარედ.
უფრო მხიარული და ჯანმრთელი დღისთვის კი, შეგიძლიათ, აკვაპარკს, იგივე წყლის პარკს ეწვიოთ, მზის აბაზანები მიიღოთ, წყალში აქტივობებით მოზარდებს ნივთიერებათა ცვლა მოუწესრიგოთ და მადაც გაუზარდოთ. ოღონდ, აუზის შერჩევისას აქაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ქალაქში არსებული დაბინძურებული ჰაერი.
ამ მხრივ, საუკეთესო არჩევანი სუფთა ჰაერზე, ქალაქის ცენტრისგან მოშორებით, ჯანსაღ ეკოლოგიურ გარემოში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაშენებული მრავალფუნქციური აკვაპარკი - "ჯინო ფერედაისია". აქ, დასასვენებლად და გასაკაჟებლად, 6 წლამდე ასაკის ბავშვი შეგიძლიათ სრულიად უფასოდ მიიყვანოთ და საბავშვო სივრცეში, მისთვის სასიამოვნო და სასარგებლო აქტივობები შეარჩიოთ.
კომპლექსი ერთდროულად 9 ღია და დახურულ აუზს და 500-მდე წყლის ატრაქციას აერთიანებს.
"ჯინო ფერედაისში" წყალი ევროპული სტანდარტების დაცვით და მიკროლაბორატორიის მეშვეობით, 24 საათიან რეჟიმში იწმინდება. აკვაპარკის მთელ ტერიტორიაზე 22 მაშველია მობილიზებული - შესაბამისად, გარემო სრულიად უსაფრთხოა.
6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის გათვლილი აუზების სიღრმე 28 სანტიმეტრიდან 60 სანტიმეტრამდე მერყეობს - რაც საშუალებას იძლევა, თქვენმა შვილებმა თავი კომფორტულად, ხოლო თქვენ - დაცულად იგრძნოთ.
წყლის ატრაქციების მრავალფეროვნება კი შვილებთან ერთად მხიარულად გატარებულ დროს გპირდებათ. აქვე გელოდებათ სადილი - ნოყიერი საკვებითა და ჯანმრთელი რაციონით.
"ჯინო ფერედაისი" - ეს არის სუფთა ჰაერი, მზე და D ვიტამინი, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო, სწორად დახარჯული ენერგია და გაკაჟებული პატარა - ჯანმრთელი და მხიარული ემოციებით სავსე ერთი დღე თქვენი ოჯახისთვის.