ეს ლამაზი და კეთილხმოვანი გოგონები ბაიარ შაჰინ გუნდარიძის ქალიშვილები არიან ეს ლამაზი და კეთილხმოვანი გოგონები ბაიარ შაჰინ გუნდარიძის ქალიშვილები არიან. ბაიარ შაჰინს ბევრი იცნობს საქართველოში - თურქეთის ტერიტორიაზე, ქართველებით დასახლებულ სოფელ მაჭახელში დაბადებული ბაიარი წლებია საქართველოსთან კონტაქტს არ კარგავს.
როგორც ჩანს, საქართველოს სიყვარული მან თავის ქალიშვილებსაც ჩააგონა და თურქეთში დაბადებული გოგონები არა მხოლოდ მეტყველებენ ქართულად, მღერიან კიდეც.
დები მამასთან ერთადაც მონაწილეობენ კონცერტებში და ასევე აქვთ თავიანთი ტრიო "სამი და". ქართული სიმღერებით ისინი თურქეთშიც გასტროლირებენ.
მოუსმინეთ დების კიდევ ერთ ნამღერს:
თურქეთში მცხოვრები ქართველი დები გუნდარიძეების სიმღერა