"ნატას უბედური დედა გპასუხობთ, ხალხო...არ ვიცი, რატომ არ გამენდო..."
"ნატას უბედური დედა გპასუხობთ, ხალხო...არ ვიცი, რატომ არ გამენდო..."
თამუნა ძნელაძე, 16 წლის გოგონას დედა, რომლის შვილმაც შანტაჟის ბრალდებით მოიკლა თავი, საზოგადოებას მიმართავს:

"ნატას უბედური დედა გპასუხობთ, ხალხო... მე არც გული, არც ენერგია მაქვს ყველას გიპასუხოთ, მაგრამ ყველა თქვენთაგანის კომენტარს ვკითხულობ მაშინ, როცა ყველას ტკბილი ძილით გძინავთ! დიდი მადლობა მათ, ვინც ჩემი უსაზღვრო ტკივილი გაიზიარა, ასეთი ძალიან ბევრი ხართ. არ გაბედოთ ვინმემ და ნატას სული მცდარი აზრებით არ შეაწუხოთ, ის უკიდურესად სუფთა სულის ბავშვი იყო, ბავშვი იყო გამოუცდელი და
კაციჭამია, სისხლისმსმელმა ვამპირმა შეაშინა... არ ვიცი, რატომ არ გამენდო მე მის დედას, მე მის მეგობარს, მე მის სათაყვანოს... რატომ არ უთხრა მისი გასაჭირი მის უბედურ მამას, რომელსაც არაფერს უმალავდა არასოდეს.... მას ხალხის აზრის შეეშინდა ალბათ თორემ, არ არსებობდა საქციელი, რომელსაც მისი ოჯახი ვერ გაუგებდა... ის ჩემი სიცოცხლე, ჩემი სუნთქვა და ჩემი ცხოვრების აზრი იყო და ეს კარგად იცოდა... ნუ ილაპარაკებთ ჩვენს დედაშვილობაზე, თუკი არ გვიცნობთ! მე თქვენთან ბრძოლის თავი არ მაქვს, ვისაც შეგწევთ ძალა დამეხმარეთ და ნატას სულის გადარჩენაზე ლოცვაში დამეხმარეთ. ის ჩემი ანგელოზი იყო და იცოდეთ უამრავი ადამიანი იხსნა მსგავსი გასაჭირიდან..."

alt16 წლის გოგონას თვითმკვლელობს ფაქტზე გურიაში მამაკაცი დააპატიმრეს


3545
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნიაკო
1
ასეთი რაღაც რომ ჩაიდინა უკვე ეტყობოდა რა სუფთა სულის ადამიანი იყო.არადა რა დააშავა არც არაფერი.რატომ შეშინდა ასე პატარა.გული მტკივა.უნდა ჩალპეს ის დამპალი სამუდამოდ ციხეში.
16:29 / 20-08-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?