ანასტასიას რჩეული მასზე 10 წლით უმცროსი, 24 წლის მოცეკვავე არტემ კრუჩინია ცნობილი რუსი მილიარდერის ვლადიმირ პოტანინის ქალიშვილი - 34 წლის ანასტასია გათხოვდა. ქორწილი საფრანგეთში შედგა. ანასტასიას რჩეული მასზე 10 წლით უმცროსი, 24 წლის მოცეკვავე არტემ კრუჩინია.
ღონისძიება ძვირფას სასტუმროში გაიმართა და მთელი ტერიტორია თეთრი ყვავილებით და წყვილის ინიციალებით იყო შემკული.
წამყვანი ივან ურგანტი იყო, მუსიკალურად კი ლეონიდ აგუტინი აფორმებდა.
ანასტასია მრავალგზის ჩემპიონია აკვაბაიკში, არ უყვარს პრესის ყურადღება და იშვიათად ჩნდება საჯარო ღონისძიებებზე. მისი პირადი ცხოვრების შესახებაც ბევრი არაფერია ცნობილი და ფოტოებიც ქორწილიდან რამდენიმე სტუმარმა გაავრცელა ინსტაგრამზე.