- ლეღვის ნახარშით დამწვრობა გოგონამ მიიღო, რომელიც გუშინ ღამით შემოიყვანეს ჩვენთან დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ იმერეთიდან. გოგონა გადაუდებელი დახმარების რეანომობილით ჩამოიყვანეს, სხეულის 40 პროცენტი აქვს დამწვარი – გულ-მკერდი, მუცელი, ზემო და ქვემო კიდურები. ამ წუთში მისი მდგომარეობა სტაბილურია. გაუკეთდა ნარკოზით შეხვევა, მკვდარი ქსოვილები ჩამოცილდა...
- მძიმე შემთხვევა იყო?
- საბედნიეროდ, არ იყო იმდენად მძიმე შემთხვევა, რეანიმაცია რომ დასჭირდეს, მაგრამ 40 პროცენტი დამწვრობა საკმაოდ სერიოზული შემთხვევაა.
- არ იყო გასული დღეების განმავლობაში ძალიან მაღალი სიცხეები და დიდხანს იწვა გოგონა მზეზე?
- ლეღვის ფოთლების ნახარშით მიიღო ბავშვმა დამწვრობა და მაგას მწველი მზე არ სჭირდება, მთვარის შუქზეც კი ქიმიურად წვავს... უბრალოდ ლეღვის ნახარშით დამწვრობის ბავშვის შემთხვევა ნამდვილად არ გვქონია, არ მიყვარს საჯაროდ წერა, მაგრამ სხვა გზას უკვე აღარ გვიტოვებენ! ამ დროს ან მშობელი სად არის, ან საერთოდ რა ხდება, აღარ ვიცი... როგორც გავიგეთ, ბავშვს რუჯის მიღება სურდა და ალბათ ჯობია მერე ფსიქოლოგები ჩაერთონ, თუ რატომ მოხდა ასე... ბაშვებს და უფროსებს კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ ლეღვის ნახარშის გამოყენება და დამწვრობის ცენტრში მოხვედრა ერთი და იგივეა! ვერანაირ რუჯს ვერ მიიღებენ და ჯანმრთელობას კი სერიოზულად დაიზიანებენ!
მანანა გაბრიჭიძე