რა მიზეზით არ აუშვეს აუტიზმის მქონე ბავშვი თვითმფრინავში ქუთაისის აეროპორტიდან - "ბავშვი საათნახევარი იცდიდა, რომ თვითმფრინავისკენ გაეშვათ"
რა მიზეზით არ აუშვეს აუტიზმის მქონე ბავშვი თვითმფრინავში ქუთაისის აეროპორტიდან - "ბავშვი საათნახევარი იცდიდა, რომ თვითმფრინავისკენ გაეშვათ"
ახალგაზრდა დედა, აუტიზმის ფონდის დამფუძნებელი მარი კორკოტაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. მისი ინფორმაციით, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი დედასთან ერთად ქუთაისის აეროპორტიდან თვითმფრინავში არ აუშვეს.


"ამ წუთას დამირეკა აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელმა. საბერძნეთში ბრუნდებოდა უკან ბავშვთან ერთად, კოპიტნარის აეროპორტში არ გაუშვეს და დატოვეს. როგორც დედამ მითხრა, 2 დღით ადრე აცნობა აეროპორტს ბავშის მდგომარეობის შესახებ. გაფრენამდე ბავშვს ჰქონდა ისტერიკა, დაამშვიდა დედამ, სასწრაფოც კი გამოიძახეს, ექიმებმაც დასტური მისცეს, რომ ბავში მშვიდადაა და
შეეძლოთ გაფრენილიყვნენ. მაგრამ ბავშვი არ გაუშვეს და დატოვეს.
როგორც დედამ თქვა, ბავშვს ძალიან უყვარს თვითფრინავი და სანამ დაჯდება, მანამ ემართება ეს ისტერიკა, როგორც კი ჩაჯდება თვითფრინავში, მაშინვე წყნარდება. ეს ყველაფერი არ გაითვალისწინეს.

ბავშვს საქართველოში ყოფნისას გაურთულდა მდგომარეობა, როგორც იცით, აქ ვერანაირ სერვისს ვერ მიიღებს. საბერძნეთში უკვე ეწყება თერაპიები, სკოლა და დედას ვერ მიყავს ბავშვი.

ბავშვს არ უშვებენ თვითფრინავში და უარს ეუბნებიან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას აქვს აუტიზმი!

ბილეთის ფული არავინ დაუბრუნა. ისესხა ფული, რომ ბილეთები ჰქონდეს და ეშინია იგივე მდგომარეობაში არ ჩააგდონ" წერს მარი კორკოტაძე.

საკითხთან დაკავშირებით, mshoblebi.ge ბავშვის მშობელს, ანა ანთიძეს ესაუბრა:

- ბავშვი არის აუტისტური სქპეტრის და როგორც
სჩვევიათ ასეთ ბავშვშვებს, რეგისტრაციის დროს გაღიზიანდა. ერთი კვირით ადრე იცოდნენ აეროპორტის წარმომადგენლებმა, რომ აუტისტ ბავშვთან ერთად ვიმგზავრებდი. უფრო მეტიც, ბილეთიც კი გადამაცვლევინეს,  1800 ლარიანი ჯარიმაც დამაკისრეს. რეგისტრაციისას ვუთხარი, რომ გაუვლის ეს მდგომარეობა და როგორც კი დაინახავს თვითფრინავს, დამშვიდება-თქო. ჩემი ნათქვამი გამართლდა, ბავშვი დამშვიდდა, მაგრამ მათ დროზე ადრე შეაჩერეს რეგისტრაცია. სასწრაფოც კი გამოვიძახე და მათაც დაუდასტურეს ეკიპაჟის წევრებს, რომ ბავშვს ფრენა შეუძლია. ახლა ვითხოვ ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით, უახლოესი რეისით გავფრინდე საბერძნეთში. ესენი კი კიდევ ჯარიმის გადახდას მთხოვენ.  ბავშვი არის 6 წლის, სკოლა გვეწყებბა, საბერძნეთში ჰყავს პირადი ექიმი.

-  რა მიზეზი დაგისახელეს აეროპორტის წარმომადგენლებმა?


- ბავშვი გაღიზიანებულიაო და ვერ გაგიშვებთო. ბავშვი ხომ დამშვიდდა. საათნახევარი იცდიდა, რომ წასულიყო თვითმფრინავებისკენ.

- აქამდე გქონდათ ფრენის დროს მსგავსი პრობლემა?


- არსად არასდროს აქამდე არ შემქმნია პრობლემა, მხოლოდ ამ უვიცმა ქართველებმა შემაფერხეს. კანონი ითვალისწინებს, როცა ბავშვი გაღიზიანებულია, უნდა დაიცადონ, სანამ ბავშვი დამშვიდდება. პირველად არ ვმგზავრობ. ერთ-ერთი მგზავრობისას თვითმფრინავმა ორი საათი იცადა, სანამ ბავშვი არ დამშვიდდა და მერე ავფრინდით. ამ შემთხვევაში ჰქონდათ რეგისტრატორებს დრო, რომ მოეცადათ ჩვენთვის. მთელი საათნახევარი გვქონდა წინ. აეროპორტის ადმინისტრაციისგან მე პასუხი ვერ მივიღე, რატომ მოგვექცნენ ასე. 

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით აეროპორტში მოკვლევა დაიწყო. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ვიდეოჩანაწერების ამოღება და განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

რუსკა კილასონია

ტეგები: აუტიზმი
3886
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
2
კოპიტნარის გულამოსკვნილი ქომაგები რომ ხართ აქ, და რო აჭარტალებთ ენას, მაგათი მოქმედება ამ შემთვევაში არ არის არც ეთიკური და არც კანონიერი. ნებისმიერი თქვენგანი ამ სიტუაციაში რო აღმოჩენილიყო უარესსაც დაწერდა. მიუხედავად იმისა რო ჩემთვის ძაან საყვარელი აეროპორტია ბევრი ეშლებათ, არა აქვთ გამოცდილება ასეთ შემთხვევებში რა უნდა ქნან, დედა და შვილი ერთხელ კინაღამ დატოვეს იმის გამო რო ინგლისური დოკუმენტი ვერ წაიკითხეს. სანამ უფროსი არ მივიდა და არ დახედა დოკუმენტს დაბნეული სახით უყურებდნენ ერთმანეთს... და აქ ნუ წივიხართ და გამოხტებით ძაან პატრიოტები, შენსას თუ რამე ეშლება უნდა თქვა, მეორედ აღარ დაუშვებენ მსგავსს შეცდომებს,ხალხი სწავლობს საკუთარ შეცდომებზე, ჭკვიანი ხალხი სხვის შეცდომებზე.... რო არ შეშლოდა არავინ არ გაუშვებდა უფასოდ.
10:28 / 24-08-2018
ზურა
4
რამდენს გიხდიან რომ ქართველების სალანძღავ სტატიებს ბეჭდავთ. რატომ ვართ ქართველები უვიცები, უცხოურმა ავიაკომპანიამ რომ აუტისტი თვითმფინავში არ შეუშვა და ჩვენ რომ უფასოდ გავამგზავრეთ? რომელ ქვეყანაში გინახიათ, რომ საკუთარ ერს ასე ალანძღვინებდნენ.
09:57 / 24-08-2018
მსგავსი სიახლეები
```