9 წლის ქართველმა მოჭადრაკემ ევროპის ჩემპიონატზე უცხოელი ოსტატები გააოცა
9 წლის ქართველმა მოჭადრაკემ ევროპის ჩემპიონატზე უცხოელი ოსტატები გააოცა
9 წლის ქუთაისელი დავით ნემსაძე, რომელიც 10 წლამდე ბიჭების ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გახდა ჭადრაკში, ახლა ევროპის ჩემპიონატზე, ლატვიის დედაქალაქში წარმატებით ასპარეზობს. უფრო მეტიც, მან მეექვსე ტურში ფრანგი მარკო მატერია დაამარცხა და 5,5 ქულით პირველობას ინაწილებს!

პატარა მოჭადრაკეს mshoblebi.ge-ს მკითხველი კარგად იცნობს. გადავწყვიტეთ, დათოს დედისთვის, თამარ იმნაძისთვის გვეკითხა, რა მოლოდინები და შანსები აქვს მას ევროპის ჩემპიონატზე:

-  დავითი მონაწილეობს 10 წლის ასაკობრივ  კატეგორიაში, სადაც
132 ქვეყის ჭაბუკია წარმოდგენილი. დავითმა უკვე ითამაშა 6 პარტია: დაამარცხა პოლონელი, რუმინელი, ბელარუსი, ლიტველი, ესპანელი და
ფრანგი. დარჩა 3 შეხვედრა. სულ 9 ტურია გათამაშების.

- ყველაზე რთულ მეტოქედ ვის მიიჩნევს და რა მოლოდინები აქვს დავითს? 
- დღეს, პირველ დაფაზე, სომეხ მოთამაშე ფაშიკიანს ხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ერთპიროვნული ლიდერი გახდება.
ამბობს, რომ ეს ძალიან დიდი გამოცდილებაა მსოფლიო ჩემპიონატისათვის, რომელიც ნოემბერში ესპანეთში ჩატარდება. თვითონ
ძალიან მოტივირებულია და შემართებით ასპარეზობს. უცხო ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ თურმე, რომ დათო შემტევ თამაშს თამაშობს, სასწაული, განსხვავებული, თავისებური ტაქტიკა აქვსო...ასე რომ, გამარჯვების შანსებიც გვაქვს და რა თქმა უნდა მოლოდინიც. 

alt"ექიმებმა გვითხრეს, ან დედა გადარჩება, ან შვილიო"- რას ყვება 9 წლის ჩემპიონის დედა?


რუსკა კილასონია










1684
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
:D
0
დიიიიდი წარმატებები და უამრავჯერ ასახელე შენი ქვეყანა.
14:11 / 28-08-2018
მანიკო
0
სულელი „სელებრითების" ნაცვლად, ასეთ ნიჭიერ და ლამაზ მომავალ თაობაზე წერეთ ხშირად.
23:33 / 27-08-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```