დავით გიორგობიანის ბიოგრაფიის უცნობი დეტალები - მშობლები

დავით გიორგობიანის ბიოგრაფიის უცნობი დეტალები

2018-08-29 06:22:13+04:00

"ხარისხის არხის" წამყვანი დავით გიორგობიანი მკვეთრი და საკმაოდ უჩვეულო განცხადებება-შეგონებებით რა ხანია "ხარისხის არხის" წამყვანი დავით გიორგობიანი მკვეთრი და საკმაოდ უჩვეულო განცხადებება-შეგონებებით რა ხანია იქცევს საზოგადოების ყურადღებას.

ბევრისთვის უცნობია, რომ დავით გიორგობიანი წლების წინ მსახიობი იყო. "ქარ­თლო­სი­ან­თა სა­კურ­თხე­ვე­ლი", "დი­მიტ­რი II", "წიგ­ნი ფი­ცი­სა", "მო­ნა­ნი­ე­ბა" და "ვა­მე­ხი მო­დის". ყველაზე მეტად მაინც "მონანიებაში" შესრულებული როლით დაამახსოვრდა მაშინდელ მაყურებელს. შემდეგ წლები მოსკოვში ცხოვრობდა, იღებდა დოკუმენტურ ფილმებს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სას­წა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ, ბოლო პერიოდის განმავლობაში კი საქართველოში ცხოვრობს და მეგობრის - გიორგი ასათიანის არხზე მასთან ერთად მიჰყავს სკანდალური გადაცემა.

გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ჟურნალ "გზისთვის" წლების წინ მიცემული ინტერვიუდან:

"5 წლის ვი­ყა­ვი, როცა დე­დამ გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრა მას­წავ­ლა და ისე კარ­გად გა­მომ­დი­ო­და, მგო­ნი, ბავ­შვო­ბა­ში ესტრა­და­ზე რომ მე­ფიქ­რა, კი­დეც მი­ვაღ­წევ­დი რა­მეს (იცი­ნის). პირ­ველ კლას­ში მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში წა­მიყ­ვა­ნეს, გა­მოც­და ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე უნდა ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ იქ ცნო­ბილ­მა ვი­ო­ლონ­ჩე­ლის­ტმა - ილა­რი­ონ ჭე­იშ­ვილ­მა რომ მნა­ხა, ჩემი სმე­ნა, თი­თე­ბი მო­ე­წო­ნა და, - მო­წა­ფედ უნდა ავიყ­ვა­ნო და ჩე­მე­ბუ­რად აღვზარ­დოო, -თქვა. წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, რა იყო ვი­ო­ლონ­ჩე­ლო და დავ­თან­ხმდი. 3 წელი "მა­ხერ­ხი­ნეს" ვი­ო­ლონ­ჩე­ლო და ვერ "გა­დავ­ხერ­ხე" - არ იყო ეს ჩემი მო­წო­დე­ბა. მძი­მე ინ­სტრუ­მენტს ძლივს და­ვათ­რევ­დი "ნი­ჭი­ერ­თა ათწლე­დი­დან" მთაწ­მინ­დამ­დე, ჩემს სახ­ლამ­დე, თან - 300 წლის, ან­ტიკ­ვა­რუ­ლი საკ­რა­ვი იყო და მაფრ­თხი­ლებ­დნენ, არ უნდა გა­გი­ტყდე­სო. ბო­ლოს ჩემს ბი­ძაშ­ვილს შემ­თხვე­ვით შე­მო­ა­ტყდა, როცა ვჭი­და­ობ­დით და მეც მეშ­ვე­ლა... შემ­დეგ, უკვე თვი­თონ ვის­წავ­ლე ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრა და დღემ­დე, რაც გა­მი­ხარ­დე­ბა, სმე­ნით ვუკ­რავ".

"VI კლას­ში რომ ვსწავ­ლობ­დი, მე­ზო­ბელ­მა გო­გო­ნამ მთხო­ვა, მა­შინ­დელ პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში მოქ­მედ დრა­მა­ტულ წრე­ში ჩა­სა­წე­რად წავ­ყო­ლო­დი. როცა გაგ­ვსინ­ჯეს, ის და­ი­წუ­ნეს, მე კი მი­მი­ღეს. ისეთ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩავ­ვარ­დი, გზა­ში სულ ბო­დიშს ვუხ­დი­დი... პირ­ვე­ლი­ვე სპექ­ტაკლში - "და­ბა­დე­ბა" - მთა­ვა­რი როლი მომ­ცეს. მას­ში აკა­კი ხი­და­შე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან "გა­მიტ­კბა" ეს მთა­ვა­რი რო­ლე­ბი და მსა­ხი­ო­ბო­ბა მო­მე­წო­ნა. შემ­დეგ, არ­ტოს ბაღ­ში გა­და­ვე­დით, სა­დაც დავ­დგით - "ძვირ­ფა­სი ბი­ჭუ­ნა", "ფიფ­ქია და 7 ჯუჯა" და ბევ­რი სხვა სა­ბავ­შვო სპექ­ტაკ­ლი. თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში პირ­ველ წელს არ მი­მი­ღეს, ამი­ტომ, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში სცე­ნის მუ­შად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, რომ სტა­ჟი და­მეგ­რო­ვე­ბი­ნა. მა­სობ­რივ სცე­ნებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მერე ვასო გო­ძი­აშ­ვილს და­ვუ­მე­გობ­რდი და მან მო­მამ­ზა­და მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად, თა­ვი­სი სიმ­ღე­რაც შე­მას­წავ­ლა - "წმინ­და სამ­რეკ­ლო" და თვი­თო­ნაც ძა­ლი­ან სი­ა­მოვ­ნებ­და, კარ­გად რომ ვმღე­რო­დი. არ და­მა­ვი­წყდე­ბა, რო­გორ გა­ლან­ძღა ტე­ლე­ფო­ნით ის ადა­მი­ა­ნი, ვინც თე­ატ­რა­ლურ­ში არ მი­მი­ღო... მე­ო­რე წელს, უკვე სტა­ჟიც მქონ­და, კარ­გა­დაც გა­მო­ვე­დი და მი­მი­ღეს".

mshoblebi

"რუს­თა­ვის თე­ატ­რში 8 წელი ვიმუშავე. მერე კი სა­ერ­თოდ მი­ვა­ტო­ვე თე­ატ­რი. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი მთა­ვა­რი როლი მქონ­და, ერთ-ერთი - ყივ­ჩა­ღის როლი, ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცეს­მა ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად შე­მი­ფა­სა და ეს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. რუს­თა­ვის თე­ატ­რის შემ­დეგ ძი­რი­თა­დად, კი­ნო­ში ვმუ­შა­ობ­დი.

პირ­ვე­ლი ფილ­მი იყო "სახ­ლი ლესნა­ი­ა­ზე", რო­მელ­საც მოს­კოვ­ში 1980 წლის ოლიმ­პი­ა­დის დროს ვი­ღებ­დით. მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ფილ­მებ­ში ჩემი უნა­რის ადეკ­ვა­ტუ­რად არა ვარ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი... სა­ერ­თოდ, კი­ნო­ში სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა და აქ­ტი­ო­რუ­ლი გარ­და­სახ­ვა არას­დროს მხიბ­ლავ­და, ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი ვი­ყა­ვი. ტექ­სტის პირ­ვე­ლი­ვე კი­თხვი­სას ისე ვთა­მა­შობ­დი, რო­გორც პრე­მი­ე­რა­ზე. ეს ნიჭი მქონ­და; ამას ქარ­თუ­ლი სი­ზარ­მა­ცე ემა­ტე­ბო­და და დი­დად არ ვი­წუ­ხებ­დი თავს... სამ­წუ­ხა­როდ, ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­ნო­ინ­დუსტრია სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე არ დგას. ახა­ლი სი­ტყვა უნდა ით­ქვას და ცოტა მეტი სუ­ლი­ე­რე­ბა უნდა შე­ი­ტა­ნონ მხატ­ვრულ ფილ­მებ­ში. თუკი ერე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვენ "მწვა­ლებ­ლე­ბად" მი­ვიჩ­ნევთ, რე­ლი­გი­ურ ფილ­მებს იღე­ბენ, ჩვენ რა ღმერ­თი გაგ­ვი­წყრა?! რად გვინ­და ქარ­თულ ფილმში ის ძალ­მომ­რე­ო­ბა და მრუ­შო­ბა, რო­მელ­საც დღეს სხვა ქვეყ­ნე­ბი ისე­დაც გვაწ­ვდი­ან ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის?! იმი­ტო­მაც ვერ ვი­ღებთ კარგ კი­ნოს.

როცა ნელ-ნელა თე­ატრსა და კი­ნოს­თან და­კავ­ში­რე­ბით ფაქ­ტე­ბის გა­და­ფა­სე­ბას მივ­ყა­ვი ხელი, მივ­ხვდი, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სი­კე­თის მო­ტა­ნას, მათი სუ­ლის ამაღ­ლე­ბას, მაგ­რამ ხში­რად, პი­რი­ქით ხდე­ბო­და და ამან და­მა­ფიქ­რა. ამის გამო წა­მო­ვე­დი და გა­დავ­წყვი­ტე, რწმე­ნა­ში გან­ვმტკი­ცე­ბუ­ლი­ყა­ვი და უფრო ღრმად ჩავ­წვდო­მო­დი რა­ღაც-რა­ღა­ცებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რი სიც­რუე და სი­მარ­თლის "მტრო­ბაა", რა­მაც ჩემ­ში პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია... რამ­დე­ნი­მე წელი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებ­ში ვი­ა­რე და მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ცოდ­ნა და­ვაგ­რო­ვე. რო­გორც ჩანს, მა­ინ­ცდა­მა­ინც კი­ნომ­სა­ხი­ო­ბად არ ვყავ­დი გა­ჩე­ნი­ლი უფალს. იმ "ნი­ჭებს", რო­მე­ლიც მო­მად­ლე­ბუ­ლი მაქვს და იმას, რაც ვის­წავ­ლე, დღეს უფრო მე­ტად, უფ­ლის სა­დი­დე­ბე­ლი საქ­მის­თვის ვი­ყე­ნებ. სა­ნამ ნამ­დვი­ლი ქრის­ტი­ა­ნი, მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი არ გავ­ხდე­ბით საქ­მით, მა­ნამ­დე არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა. ერ­თმა­ნე­თის შუ­რით, მტრო­ბი­თა და გა­უ­ტან­ლო­ბით კი არ უნდა ვი­ყოთ მაგ­რე­ბი, არა­მედ სი­კე­თის კე­თე­ბი­თა და რწმე­ნით. ყვე­ლა, პრე­ზი­დენ­ტი, მეფე, პატ­რი­არ­ქი ხომ ვერ იქ­ნე­ბა?! რა­საც აკე­თებ, იმ საქ­მე­ში იყა­ვი კარ­გი".

mshoblebi