თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევები კი იმდენად რთულია, რომ მისი მოუგვარებლობის შემთხვევაში მომავალ თაობას სერიოზული ფსიქოლოგიური და ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება შეექმნას. თანამედროვე სამყარო მშობლებს იმდენ ახალ გამოწვევას გვთავაზობს, რომ ხშირად დაბნეული ვარ და არც ვიცი, როგორ მოვიქცე, როგორ ვმართო ბავშვების ქცევა ადეკვატურად და როგორ მივცე მათ განვითარებას სწორი მიმართულება. თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევები კი იმდენად რთულია, რომ მისი მოუგვარებლობის შემთხვევაში მომავალ თაობას სერიოზული ფსიქოლოგიური და ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება შეექმნას. თუმცა მასთან ბრძოლა ორმაგად რთულდება, რადგან ჩვენ, ახალგაზრდა მშობლებიც გარკვეულწილად მიჯაჭვულები ვართ ეკრანებზე. სამსახურიდან სახლში მისულს, მეც ხშირად მინდა, რომ დავჯდე მშვიდად, ყავის ჭიქით ხელში და "ფეისბუქი" ვსქროლო, მაგრამ ამ დროს ბავშვები მთხოვენ ტელეფონს, მათ სატელეფონი თამაშები და საბავშვო ვიდეოების ყურება სურთ.
გამუდმებით ვფიქრობ, რითი შეიძლება ჩავუნაცვლო ბავშვებს ეკრანი? ჩემი აზრით, ეს წიგნია, თან თანამედროვე გამოცემები ისეთი ფერადი და საინტერესოა, რომ ჩემს შვილებს კითხვა ნამდვილად უყვართ. წიგნების საყიდლად თავად დამყავს ხოლმე. ძირითადად "ბიბლუსი გალერეაში" დავდივართ, გაგარინზე. საბავშვო წიგნების ძალიან დიდი არჩევანია და მათაც ძალიან უხარიათ ხოლმე წიგნის თაროებს შორის სიარული და ახლების შეძენა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს კითხვა ნამდვილად უყვართ, ის მობილურ ტელეფონს ნამდვილად ვერ ანაცვლებს. ეს პრობლემა ალბათ უამრავ ოჯახშია და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი ახალი აღმოჩენა გაგიზიაროთ. ვფიქრობ, თქვენც დაგეხმარებათ.
ერთ დღეს "ბიბლუსი გალერეაში" წიგნის საყიდლად მისულებმა ხელსაქმის კუთხე აღმოვაჩინეთ. იქვე იყვნენ კრაფტის კონსულტანტები, რომლებმაც ბავშვების ასაკის შესაფერისი ხელსაქმე გვირჩიეს და პირველ აქტივობაში იქვე დაეხმარნენ. რამდენიმე ნივთი გასაკეთებლად სახლშიც წამოვიღეთ, თუმცა რომ არ მოგატყოთ, ცოტა პესიმისტურად ვიყავი განწყობილი. ვფიქრობდი, რომ ეს მოწონება მხოლოდ პირველადი ემოცია იყო, რომელიც მალე გაქრებოდა და სახლში მისულები ისევ "იუთუბს" მომთხოვდნენ. იმ საღამოს ტელეფონი რომ არც გახსენებიათ, ესეც ისევ პირველ აღფრთოვანებად ჩავთვალე და მეგონა, რომ მეორე დღეს მაინც მობეზრდებოდათ ხელსაქმე.
იმ დღის შემდეგ უკვე რამდენიმე თვე გავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში ხელსაქმემ ისე მარტივად ჩაანაცვლა კომპიუტერი და სმარტფონი, რომ მართლა გაოცებული ვარ. თან ზაფხული დაემთხვა, როცა ბავშვებს არდადეგები აქვთ და ვშიშობდი, რომ მთელი დღე ეკრანის წინ უნდა ყოფილიყვნენ მიჯაჭვულები. ეს პრობლემა ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მოგვარდა. თვეში ორჯერ მივდივართ ხოლმე ახალი ნივთების საყიდლად. არჩევანიც მრავაფლეროვანია და ალბათ, ამიტომაც არ ბეზრდებათ. თავიდან ცოტა მარტივი საქმით დაიწყეს - ცხოველებისა და ფრინველების გამოსახულების მოხატვა, თან მუყაოს ფიგურები აქვთ, რომელზეც სხვადასხვა ქაღალდებს აწებებენ.
კრაფტმა ასე რომ დააინტერესა ბავშვები, მერე მის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტშიც გადავავლე თვალე. თურმე ხელსაქმეზე მუშაობის დროს ბავშვს სიზუსტე, დაკვირვება, და სხვა საჭირო უნარები უვითარდება. ეს კი ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს სჭირდება.
ისე, რაღა დაგიმალოთ და, ბავშვობაში მეც ძალიან მიყვარდა ხელსაქმე. თუმცა მაშინ ამხელა შესაძლებლობები არ არსებობდა. "ფანტაზია და მარჯვე ხელები" - ეს იყო ერთადერთი წიგნი, რომელშიც სხვადასხვა ნივთის გაკეთების ინსტრუქცია იყო და მეც იმდენი წლის განმავლობაში ვიყენებდი ამ წიგნს ხელსაქმეში დასახელოვნებლად, მანამ მისი ფურცლები სრულად არ დაიხა.
ისე, "Youtube"-ს ყურებას ახლაც მთხოვენ ხოლმე ბავშვები, მაგრამ ბევრად უფრო საინტერესო ვიდოებს უყურებენ ხოლმე, ძირითადად, კრაფტთან დაკავშირებულს. უყურებენ და იმახსოვრებენ, რომ მერე თავადაც გააკეთონ მსგავსი ნივთები.