"არა ლეგალიზაციას - ჰო დეკრიმინალიზაციას!" სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი, რომელსაც შვილი ტრაგიკულად დაეღუპა, ნარკომანიის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას საინიციატივო ჯგუფთან ერთად და მშობლებს მიმართავს:
"არა ლეგალიზაციას - ჰო დეკრიმინალიზაციას!
ბარიგა მკვლელია - ნარკომანი ავადმყოფი და მას სჭირდება საზოგადოების თანადგომა!.. ვინც ასე ჰფიქრობთ, შემოგვიერთდით!.. ერთად ერთმანეთისთვის!... NO PASARAN, CAMARADAS!
ჩვენ გავიმარჯვებთ!
სამოქმედო გეგმას, ჩვენთვის ყველასთვის , გაგაებინებთ ზეგ, ან არაუგვიანეს 1 სექტემბრისა..
ყველა მიიღებთ მონაწილეობას! რა თქმა უნდა, ვინც გვეთანხმებით, რომ დეკრიმინალიზაცია აუცილებელია (ყველაფერი გაიწერება დეტალებში, როგორც ავადმყოფებს შეეფერებათ)..., ხოლო ლეგალიზაციას კატეგორიული არა!!!!
ხალხნო და ჯამაათნო, ერო და ბერო, დებო და ძმებო, ჩემო, ჩემსავით გატანჯულო მშობლებო!! ვიწყებთ დიდ და გადამწყვეტ ბრძოლას ნარკო-მაფიასთან! რომელმაც, ჩვენი ყველას უმოქმედობის გამო, უკვე, საკმაოდ ბევრი პოზიციური ბრძოლა მოგვიგო.. მაგრამ არაუშავს, მთავარი და გადამყვეტი ბრძოლა წინ გაქვს! ჩვენ აღარ გვაქვს დრო თავდაცვისათვის, პირდაპირ უნდა გადავიდეთ შეტევაზე და უნდა გავიმარჯვოთ დიდი უპირატესობით! ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, "საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა"...
სასწრაფოდ ვიწყებთ ნოლიდან, ვნათლდებით ყველა, ვსწავლობთ ანი-ბანის და ყველაფერს, რაც ამ ბრძოლის მოსაგებად დაგვჭირდება!! ჩვენ გაგვექცა დრო, ყველაფერს უნდა დავეწიოთ და მეტიც, დროს უნდა გადავასწროთ რაღაცეების სწავლა-განათლებაში, რომ რაც შეიძლება მალე დავამარცხოთ ეს ურჩხული ...
როგორც ზევსმა, ეტნა, ვულკანი სიცილიაზე, ლეგენდის თანახმად, თავზე დაადგა ურჩხულ ტიფონს... დაახლოებით ასე უნდა ვიმძლავროთ!
ვინც მომყვებით ამ ჩემს ბრძლოლაში, ყველამ უნდა იცოდეს ყველაფერი ის, რაც მე ვიცი ამ საკითხის გარშემო... მე, რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიონალი მეგობრების დახმარებით, ყველანაირი ინფორმაციით მოგამარაგებთ, ეს იქნება ბროშურები ნარკომანიის შესახებ, თუ სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობები ლეგალიზაცია-დეკრიმინალიზაციის შესახებ და ა.შ.. ჩვენ უნდა შევისწავლოთ ყველაფერი და შემდეგ, ბრძოლისას გამოვიყენოთ ცოდნა და განათლება, ძალადობას და გადათელვას ყოველთვის მოვასწრებთ, "გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი"... "ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა".. და ა.შ... დანარჩენი თქვენ ჩამიყარეთ კომენტარებში, თუ რამე შესაფერისი გაგახსენდათ..."