ვინც ჯერ არ იცით... ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო დროს ბევრს ზრუნავს გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე და თავის აღმოჩენებს თუ შედეგებს სოციალურ ქსელში მეგობრებს უზიარებს. ამჯერად წონის კლებისა და იმუნიტეტის გასამყარებელ საშუალებაზე წერს:
"ბევრი ალბათ აკეთებთ კიდეც, მაგრამ ვინც ჯერ არ იცით, ნივთიერებათა ცვლისთვის, იმუნიტეტისთვის (ამიტომ ბავშვებისთვისაც ძალიან კარგია) წონის კლებისთვის, ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი ჩაის კოვზი ლიმონი აურიეთ ერთ ჭიქა თბილ წყალში და უზმოზე მიირთვით. ყოველდღე. 3 კვირიდან იგრძნობთ შედეგს. ინდოეთში ეს არის მთავარი რეცეპტი".