"მონატრება რთულია, მაგრამ ასეთია სპორტი. ნეკამ ამის შესახებ თავიდანვე იცოდა"
მას შემდეგ, რაც ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს უძლიერეს ჩოგანს, რაფაელ ნადალს დაუპირისპირდა, ამ ახალგაზრდით ისინიც კი დაინტერესდნენ, ვისაც სპორტი და ჩოგბურთი აქამდე არასოდეს იზიდავდა.
ვინ არის და როგორია ახალგაზრდა ჩოგბურთელის პირადი ცხოვრება, რა გზა გაიარა ბავშვობიდან დღემდე და როგორ აღმოჩნდა კარიერის მწვერვალზე?
ნიკოლოზი 26 წლისაა, თბილისში დაიბადა. ჩოგბურთის თამაში 6 წლის ასაკში დაიწყო - თავიდან მამამისი, ნოდარ ბასილაშვილი ავარჯიშებდა. 12 წლის ნიკოლოზი აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და ვარჯიში იქ განაგრძო. 12-14-წლიანებში საქართველოს ჩემპიონიც გახდა.
"მართალია, ამერიკაში გავიარე გარდატეხის ასაკი, მაგრამ ამას არ მოუხდენია არანაირი გავლენა. ქართული აზროვნება მაქვს, ძალიან მიხარია ჩემი აზროვნება ამერიკულად ან ევროპულად რომ არ შევცვალე. ძალიან მიყვარს ქართველები, ქართული ტრადიციები და კულტურაც მომწონს, იმიტომ, რომ ქართველი ვარ, " - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამბები.გე-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
2009 წელს დაამტავრა კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოს გრანაითბეის დიდი სკოლა. 16 წლის ATF-ის ჭაბუკთა მსოფლიო რეიტინგში 59-ე იყო. 2009 წლიდან პროფესიონალებში გადაინაცვლა.
2010 წელს სოჭის ვაჟთა 10 000-იანი ტურნირი მოიგო. მერე ორი წელიწადი ტრავმების გამო, ფაქტობრივად, არსად უასპარეზია. 2012 წელს კი ექვსი ტურნირი მოიგო, ორჯერ ფინალში ითამაშა.
რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილის პირად ცხოვრებას, მან საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში, 21 წლის ასაკში იქორწინა. სპორტსმენის რჩეული ულამაზესი ქართველი მოდელი ნეკა დოროკაშვილია.
წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში გაიცნო, შემდეგ ინტერნეტით განაგრძეს ურთიერთობა. შემდეგ დაოჯახება გადაწყვიტეს.
„მონატრება რთულია, მაგრამ ზოგჯერ დადებითად მოქმედებს ურთიერთობებზე. ასეთია სპორტი. ნეკამ ამის შესახებ თავიდანვე იცოდა. ჩემს მეუღლეს ამერიკათმცოდნეობა აქვს დამტავრებული, გვყავს ვაჟი ლუკასი, რომელიც მინდა, ჩოგბურთელი გახდეს“ - განაცხადა ლუკასმა ამბები.გე-სთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში.