"დედა ვარ და ჩემს შვილს სულაც არ აინტერესებს ჩემი ცელულიტი" - ნუკი კოშკელიშვილმა შვილი თბილისში ჩამოიყვანა
"დედა ვარ და ჩემს შვილს სულაც არ აინტერესებს ჩემი ცელულიტი" - ნუკი კოშკელიშვილმა შვილი თბილისში ჩამოიყვანა
როგორც იცით, ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ცოტა ხნის წინ დედა გახდა - ამერიკაში გააჩინა პატარა ოლივერი და იქვე ზრდის მეუღლესთან ერთად. მშობიარობის შემდეგ აქტიურად წერს სოციალურ ქსელში დედობაზე, ზედმეტ წონაზე, დიეტაზე. ბოლო პერიოდში თავის ზედმეტ წონაზე წუხდა.


mshoblebi"დღევანდელი ფოტო შეგნებულად არ დავდე, იმიტომ რომ სირცხვილია. ცელიულიტს სახელი რომ ჰქონდეს, ჩემს საპატივცემულოდ დაარქმევდნენ. მოკლედ. გავიდა თითქმის ორი თვე და დავიკელი 12 კგ, დამრჩა 8 და ეს 8 კვილო არის მთლიანად საჯდომში და “ბაყვებში”. არაფერი მეტევა და გინდა-არ გინდა ეს ნერვებზე მაგრად მოქმედებს,
არავინ არ თქვას, რომ ქალს თავდაჯერებულობა არ სჭირდება, სჭირდება! ჰაერივით! მოკლედ ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ და გამახსენდა, რომ ორსულობის მთელ პერიოდში იგივენაირად ვფიქრობდი. ჯერ ვაიმე ორსულს არ ვგავარ, კარგ ნაჭამს ვგავარ, მერე ჩამს თეძოებს კიდევ ამხელა მუცელი უნდოდა... ყოველი მომდევნო თვის მოსვლისას ვუყურებდი განვლილი თვის ფოტოებს და ვიძახდი, უი რა ლამაზი ვყოფილვარ... მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ თვითონ ვუქმნით ჩვენს თავს კომპლექსებს და ძირითადად უსაფუძვლოდ. ყველაზე მაგარი, რაც ადამიანს შეუძლია შექმნას, ეს არის მეორე ადამიანი და მე ეს სულ რაღაც ორი თვის წინ გავაკეთე და მგონი დროა მოვიწონო
ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ, იმიტომ, რომ ახლა დედა ვარ და ჩემს შვილს სულაც არ აინტერესებს ჩემი ცელიულიტი, მე მისთვის ყოველთვის ყველაზე ლამაზი დედა ვიქნები... როგორ იცვლება არა ფასეულობები?"

მოგვიანებით გამოაცხადა, რომ დიეტა დაიწყო:

"დღეიდან ვიწყებ 18-საათიან დიეტას. ანუ 12 საათზე ვიწყებ ჭამას და ვჭამ რასაც მინდა მთელი დღე, 6 საათამდე, მერე არ ვჭამ 18 საათი შემდეგი დღის 12 საათამდე. ვნახოთ რა გამოვა. ახლა ვიწონი... 68 კილოს, ჩემი იდეალური წონა 56 კილო არის, თუმცა ძირითადად ვარ ხოლმე 58. ვნახოთ, რა გამოვა. თუ გნებავთ შემომიერთდით აქ დავწერ პროგრესის შესახებ. წარმატებები ჩვენ!!!"
mshoblebi
ოლივერი

რამდენიმე დღის წინ კი ბავშვთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და სავარაუდოდ, დიეტას აქაც გააგრძელებს. აი, მისი ახალი მიმართვაც:

"ჩამოვედით თბილისში!!!! როგორ მიყვარს აქაურობა ნეტავ იცოდეთ, სხვა ასეთი ქალაქი არ მეგულება არსად. დიეტა ძალიან ძნელია მონატრებულზე, სულ მწვადები მელანდებოდა და ელარჯები ორსულობის ბოლო თვეებში და ახლაც ბავშვს რომ ვაჭმევ, მაქვს მუდამ მოთხოვნები. როგორც გითხარით, დიეტა დავიწყე და აისბერგი (მე) დაიძრა. გუშინ რომ ავიწონე, მაქვს დაკლებული ერთი კილო, მესმის, რომ არაფერია, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ.
მირჩევნია ნელ-ნელა და სერიოზული ზიანის გარეშე დავიკლო. აი, ნეტავ ვარჯიშიც შემეძლოს, რა კარგი იქნებოდა. ვერ ვაძალებ ჩემ თავს, არასდროს ცხოვრებაში არ მივარჯიშია, გაგიგიად ასეთი რამე?! ყველანაირად ფეხს ვითრევ სულ!! არადა როგორი საჭიროაა, მითუმეტეს ახლა, მოშვებული და ჩამოდღლარჭული რომ ვარ... თქვენი დიეტა როგორ მიდის?"


alt"ვარ დასაბანი, დასავარცხნი, მსუქანი და უზომოდ ბედნიერი დედა!" - ნუკი კოშკელიშვილი დედობაზე


17607
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
დდდ
0
თაკო ვაშალომიძის ახალი საყვარლის დაკვეთით ხდება უკვე გამოქვეყნებული კომენტარების წაშლა, რა ხდება? რა იყო იქ უხამსი, შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული ან ძალადობრივი. გოგო მთელი ცხოვრება უკანალს რომ ათამაშებს და დარჩენილი ცხოვრებაც მის იმედადაა, ჩემი კომენტარიდან გაიგეთ? ვაი, საცოდავები....
11:39 / 07-09-2018
tamo
0
ღმერთმა გაგიზარდოთ ჯანმრთელი და სასახელო ვაჯკაცი.ზუსტად იგივე კომპლექსები მაქვს უკვე სამთვეზე მეტია,მე არც ვიწონები(ვერგავბედეეე),სანამ იმ ყველა ტანისამოს არ მოვირგებ რაც წელიწადია დაკეცილი ალაგია :-) ..სტატიის კითხვის დროს მეგონა ვიჯექი და ვფიქრობდი,იმდენად საერთო განცდებია ად არამარტო ჩვენი,ალბათ ყველა პატარის მშობლის..
00:02 / 05-09-2018
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი