"ჩვენი სიყვარული და სიხარული გაჩნდა დღეს"
სოციალურ ქსელში ახალნამშობიარევი ანუკი არეშიძისა და ახალშობილი ნიკოლას ფოტო ვრცელდება. დედა-შვილი ოჯახურ გარემოცვაშია, რის ამსახველ ფოტოსაც კახი კალაძე თავად ავრცელებს მადლობის ტექსტთან ერთად.
"ჩვენი სიყვარული და სიხარული გაჩნდა დღეს, დიდი ოჯახის პატარა წევრი-ნიკოლა. ანუკი, ბიჭები და მე დიდ მადლობას გიხდით ყველას გულშემატკივრობისთვის და ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის!
P.S. ჩემი გმირები - ანუკი და ნიკოლა თავს კარგად გრძნობენ - წერს კალაძე.