როგორ მოამზადა სასკოლედ შვილი მანიკა ასათიანმა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ორ კვირაზე ნაკლები დარჩა. პირველკლასელები 17 სექტემბერს ცხოვრების ახალი ეტაპის კარს შეაღებენ. მანიკა ასათიანის ერთადერთი ვაჟი გიორგი წელს შედის სკოლაში და მანიკას ვკითხეთ წინასასკოლო დაძაბულ პერიოდზე.
- მეგობრებისა და ახლობლების რეკომენდაციით, წმინდა გიორგის სახელობის სკოლაში მივიყვანე გიო, რა თქმა უნდა, მივედი კიდეც, დავათვალიერე, ყველანაირ პირობას აკმაყოფილებდა და ამიტომ შევაჩერე არჩევანი მასზე.
- საჯარო სკოლისა და ბაღის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მეც საჯარო სკოლა დავამთავრე და ძალიან კარგია, მაგრამ კერძოში შედარებით ნაკლები ბავშია, შესაბამისად ყურადღებაც მეტია, ამიტომ გადავწყვიტე მიყვანა.
- სკოლაში სანამ მიიღებდნენ, გიორგიმ გაიარა მზაობის ტესტი იმის შესამოწმებლად, რამდენად მზადაა ბავშვი სკოლისათვის, მასწავლებელი და ფსიქოლოგი გაესაუბრნენ და წარმატებით გადალახა ეს ეტაპი. მგონია, რომ ბავშვს მოტივაცია არ უნდა ჩავუკლათ წინასწარ სწავლით. რაც უკვე ნასწავლი და „დატკეპნილი“ აქვს, ხელახლა იმის მოსმენა და სწავლა ბევრად უფრო მოსაბეზრებელი იქნება, ვიდრე ის, რომ კლასელებთან ერთად ისწავლოს და მეტად მონდომებულიც იყოს. აქედან გამომდინარე არ ჩავთვალე საჭიროდ, წინასწარ მესწავლებინა პირველი კლასის პროგრამა.
- კი და მგონია, რომ ამით მშობლისთვის ბევრი რამ გაადვილებულია, საფიქრალი არ გაქვს, რა უნდა ჩააცვა მეორე დღეს, შესაბამისად ბავშვიც არ წუწუნებს. გიორგი ჩაცმასთან მიმართებაში ძალიან პრეტენზიულია, ამიტომ ჩემთვის ფორმების არსებობა ძალიან დიდი კომფორტია.
- კი, მოვემზადეთ, მე და გიო ერთად ვიყავით საყიდლებზე და სხვათა შორის, არ ჩავერიე მის არჩევანში, ზეგავლენის მოხდენაც კი არ მიცდია, ვფიქრობ, რაშიც შესაძლებლია, იმაში ბავშვი არ უნდა შევზღუდოთ. ამიტომაც, აცვია ის, რაც უნდა, საკუთარ ნივთებსაც მისივე გემოვნებით ყიდულობს, რატომ უნდა ჰქონდეს ყველაფერი ის, რაც მე მომწონს?! ჩანთაც, პენალიც, ფანქრებიც, ყველაფერი აარჩია თვითონ. ზოგი რამ დიდად არ მომეწონა, უფრო უკეთესი მინდოდა, მაგრამ იმდენად მოწადინებული იყო, თავად აერჩია, აღარ ჩავერიე.
ნახეთ ვიდეო, როგორ არჩევენ გიო და მანიკა სასწავლო ნივთებს ბიბლუსში
- პირობა იყო ის, რომ ორთოპედიული ყოფილიყო აუცილებლად. როდესაც მაღაზიაში მივედი, პირველი ეგ ვიკითხე, თუ სად იყო ორთოპედიული ჩანთები განთავსებული და შემოთავაზებული ვარიანტებიდან აარჩია გიომ. ჯანმრთელობა პირველია, რა თქმა უნდა, არანაირი სურვილი არ მაქვს, ხერხემლის დაზიანება მიიღოს მძიმე ჩანთის გამო, მით უმეტეს, რომ მინდა სპოტსმენი იყოს.
- კერძო სკოლაში მიყვანის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ იქ არის გახანგრძლივებული ჯგუფი, სადაც კარგად ამზადებინებენ გაკვეთილებს, მეცადინეობას აყვარებენ. მე რა დროც არ უნდა გავატარო სახლში და რაც არ უნდა მოწადინებული ვიყო, ჩემთან იმხელა მორიდება არ ექნება, რაც მასწავლებელთან შეიძლება ჰქონდეს. ამასთანავე, ვფიქრობ წრეებითაც დავტვირთო, რადგან დილის 9-დან 5 საათამდე მოუწევს სკოლაში ყოფნა.
ციცი ომანიძე