თაკო აქამდე ერთხელ იმყოფებოდ ქორწინებაში სულ ცოტა ხნის წინ, თაკო გაჩეჩილაძემ საკუთარი ფეისბუქის გვერდის მეშვეობით საზოგადოებას ამცნო, რომ დაინიშნა. მისი რჩეული ვინმე ბორის მილანოვია, რომელიც მუსიკალურ სფეროსთან აქტიურადაა დაკავშირებული, წყვილი საფრანგეთში იმყოფება და ფოტოც სწორედ ეიფელის კოშკის ფონზე აქვთ გადაღებული.
თაკო აქამდე ერთხელ იმყოფებოდ ქორწინებაში, პატარა ასაკისა თუ სხვა მიზეზების გამო, წყვილის ურთიერთობა ვერ შედგა და მალევე დაშორდნენ, მას შემდეგ თაკოს ხან ვის შეყვარებულობას მიაწერდნენ, ხან - ვისას. დღეს კი თავად მოჰფინა ნათელი საკუთარ პირად ცხოვრებას. ბედნიერებას ვუსურვებთ მათ.
თეკლა ჟვანია