ხელის თხოვნა ორიგინალურად მოხდა ცისანა სეფიაშვილის ვაჟმა გიორგი წერეთელმა, რომელიც ცისანას პირველი ქორწინებიდან ჰყავს და ის რუსეთში ცხოვრობს, ასევე რუსეთში მცხოვრებ ქართველს - მშვენიერ სესილი კემულარიას სთხოვა ხელი. ხელის თხოვნა ორიგინალურად მოხდა - საქართველოში, რუსთაველის თეატრში. გოგონასთვის ეს მოულოდნელი იყო, თუმცა იცოდნენ გიორგის ახლობლებმა და ნათესავებმა. ამ პროცესს მომავალი დედამთილიც დაესწრო.
იხილეთ ვიდეო
ცისანა სეფიაშვილის ვაჟმა საცოლეს თეატრის სცენაზე სთხოვა ხელი
ხელის ორიგინალურად თხოვნის შემდეგ ნიშნობის დღე წყვილმა რესტორან "თბილისურ მუხამბაზში" აღნიშნა. საღამოს ესწრებოდნენ ქართული შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები, მათ შორის, რასაკვირველია, გიორგის ბაბუა - ჯემალ სეფიაშვილი, მერაბ სეფაშვილი, ნინი ქარსელაძე, თემურ თათარაშვილი და სხვები. უკვე დედამთილის ამპლუაში, ცისანა სეფიაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ამ დღის თითოეულ მნიშვნელოვან დეტალს უზიარებდა მეგობრებს. როგორც ვიდეოებშიც ჩანს საღამო ძალიან შთამბეჭდავი იყო. დედამთილმაც შეუსრულა სიმღერა წყვილს.
იხილეთ ვიდეო
ცისანა სეფიაშვილის სიმღერა ვაჟის ნიშნობაზე
მოგვიანებით ჯერ სესილიმ დადო სამადლობელი ტექსტი სოციალურ ქსელში, შემდეგ კი ცისანამ.
სესილი კემულარია: "ყველაზე მდიდარი ადამიანი ვარ, რადგან ასეთი საამაყო ბიჭი შემხვდა ცხოვრებაში. არ ვიცი, რით დავიმსახურეთ, მაგრამ გუშინ ჩვენ გვერდით იყვნენ ჩვენი საუკეთესო მეგობრები, რომლებიც ჩამოფრინდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ვინ ერთი დღით, ვინ - რამდენიმე საათით. სიყვარულის დღე გვქონდა არა მარტო მე და დადას, არამედ მთლიან სამეგობროს. ვგიჟდები!!!"
ცისანა სეფიაშვილი: "როდის გაგაჩინე არ მახსოვს... შენამდე თითქოს არაფერი არ ყოფილა... ერთად გავიზარდეთ და ცხოვრებას ვსწავლობდით. ჩემი შვილი? ვერ აღვიქვავ, უფრო ჩემი მეგობარი და ჩემი იმედი... გიორგი, დღეს შენგან ვსწავლობ როგორ ვიცხოვრო. მადლობა, რომ ასეთი ადამიანი მყავს შენი სახით, მეამაყები, მეიმედები და მაბედნიერებ... ვერც სესილის ვერ ვარქმევ სახელს - ჩემი გოგო. უბრალოდ ჩემი გოგო.... მიყვარხართ".