"ჩემი მოთმინების ფიალა ივსება... 4 დღეა სტაციონარში მიწევს ბავშვი..." - ნუკა კვალიაშვილი
"ჩემი მოთმინების ფიალა ივსება... 4 დღეა სტაციონარში მიწევს ბავშვი..." - ნუკა კვალიაშვილი
ნუკა კვალიაშვილი, რომელიც ორი შვილის დედაა, ფეისბუქგვერდზე საკმაოდ ემოციურ პოსტს წერს და დამსაქმებლებს მისთვის კუთვნილი ჰონორარის გადახდას სთხოვს, რადგან სიცხიანი ბავშვი საავადმყოფოში უწევს:

"ჩემი მოთმინების ფიალა, რომელიც ძალიან დიდი ტევადობისაა, უკვე ივსება და სადაცაა გადმოვა... 4 დღეა სტაციონარში მიწევს ბავშვი და ჩემ ადგილას ნებისმიერი ადამიანი თავზე დამაფარებდა ყველაფერს ისე, რომ ღირსი ვიქნებოდი... იმიტომ, რომ 1000 წელია უკვე ჰონორარს ველოდები და რატომ უნდა ვისესხო ფული, როცა ვმუშაობ
და ჩემით გამოვიმუშავე. 40 სიცხით და გადასხმებით რომ გყავდეთ ბავშვი, როგორც ახლა მე მყავს და რაღაცა უაზრობებს რომ გელაპარაკებოდეთ დროის გასაწელად, ღირსი ვიქნები, რომ ყელი გამომჭრათ... არავინ არ არის დებილი და ყველას თავისი მოთმინება აქვს და ზოგადად, საზღვარი არსებობს რაღაცეებში. მაინცდამაინც ნერვებისგან ამ დონეზე უნდა მივიდე, რომ ურთიერთობები ვაფუჭო?! როცა ჩემი მხრიდან 24/7-ზე, რაც არ უნდა იყოს ამ დრომდე მეგობრული დამოკიდებულების და პატივისცემის შეგრძნების მეტს არავინ არაფერს ღებულობს, ამოვიდა ყელში უკვე, სირცხვილია, მეტი არაფერი.

პ.ს. კიდევ ვინმე თუ ჩემზე ნაწყენი დარჩება დარჩით... იქით ვარ ნაწყენი და არამარტო... და ვისაც არ შევეხები არასოდეს, ეს არის დათო, რომელსაც ანალოგიური ნერვების დღლეზვის მეტი არაფერი ხვდება. მართლა სირცხვილია... თანამშრომლობის სურვილს რომ
უკარგავთ კოლეგებს და ადამიანებს ."
mshoblebi
მოგვიანებით ნუკამ კომენტარებშიც განაგრძო აზრი:
"ყველაფერზე ყოველთვის ჩუმად ვარ და მოთმინებით, რაც თურმე მინუსი ყოფილა ამ ქვეყანაში... პირში უნდა ახალო ყველას ყველაფერი და მერე გცემენ პატივს... ასეთი ...ობა სხვაგან არსად არ ხდება. ბავშვს რომ ეხება რამე, გადავუვლი ზედ ყველას და ყველაფერს და ამ დონემდე რომ მიმიყვანს ადამიანების ეს ქცევა, ესე იგი პრობლემა მათშია და არა ჩემში. არავის ვალი მე არ მაქ, დავეთრევი ...ში, რომ ჩემი ფული მქონდეს, ვპახაობ და ტ...ში შეტენვით ვიღაცებივით არ ვარ... რატო უნდა ვწერო ეხლა ეს ...ობა, როცა ათასი სხვა საფიქრალი პრობლემა და საქმე მაქვს, არ მესმის..." - წერს აღშფოთებული ნუკა კომენტარებში.
თეკლა ჟვანია
10425
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
მოქალაქე
6
შენ უბრალოდ არ გაგიმართლა და საქართველოში გაჩნდი. ამ ქვეყანაში ტრეფიკინგი ჩვეულებრივი ამბავია. ჯერ სად ხარ, კიდევ ბევრი" სიურპრიზი" გელოდება.
15:26 / 11-09-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```