ინგლისურის სწავლა ასეთი მარტივი და სახალისო არასოდეს ყოფილა
ინგლისურის სწავლა ასეთი მარტივი და სახალისო არასოდეს ყოფილა
დაკო ლომიძე, ბრიტანული ცენტრის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი:

- საქართველოში, ინგლისურ ენას, ასე თუ ისე, ყველა ბავშვი სწავლობს, ზოგი ბაღიდან, ზოგი სკოლაში, ზოგი კი კერძო რეპეტიტორთან ემზადება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მიუხედავად ამისა, შესაბამისი შედეგები მხოლოდ მცირე რაოდენობას აქვს, რაც ძირითად შემთხვევებში უხარისხო სასწავლო რესურსების გამოყენებით ან არათანმიმდევრული სასწავლო მეთოდოლოგიით არის განპირობებული.

დადგენილია, რომ სწორედ 5-6 წელი გახლავთ უცხო ენის ყველაზე მარტივად და სწრაფად ათვისებისთვის საუკეთესო ასაკი. დღეს, მშობლების უმრავლესობას ჩვენი შვილებისთვის ბილინგვური განათლების მიცემა გვაინტერესებს, რაც მათ საშუალებას
აძლევს მშობლიური ენის გარდა, მეორე ენაზეც ანალოგიურად თავისუფლად იაზროვნონ და იმეტყველონ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ასაკიდანვე მოხდეს მეორე ენის სისტემური და საფუძვლიანი შესწავლა.
mshoblebi
პროგრამა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, წარმოადგენს კემბრიჯის უნივერსიტეტის უახლეს გამოცემას. ის გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ინგლისური. კურსი მოიცავს ასაკის შესაბამისი ინტერდისციპლინური თემატიკების (როგორიცაა: მათემატიკა, ლოგიკა, მეცნიერება, ისტორია, ლიტერატურა და სხვა) ინგლისურ ენაზე სწავლებას. ამავდროულად, დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვებში კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარების განვითარებას.
mshoblebi
ჩვენი ბავშვობისგან განსხვავებით, ახალი ათასწლეულის განათლება დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სახელმძღვანელოზე ორიენტირებულ და ე.წ. დაზუთხვის მეთოდზე დაფუძნებულ სწავლებას. Super Minds-ის საგაკვეთილო პროცესი, კლასიკური სწავლების გარდა, ბავშვებისთვის საინტერესო
უამრავ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს აერთიანებს, როგორიცაა: თეატრალური დადგმები, მხატვრული წერა-კითხვა, კარაოკე, ვიდეოკე და სხვა. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მიმდინარეობს სამიზნე ენაზე, რის საფუძველზეც სასწავლო მასალა დაუყოვნებლივ გადადის ბავშვებისთვის საინტერესო და სახალისო კონტექსტში.
mshoblebi
გამომდინარე იქიდან, რომ Super Minds სწავლების უახლეს მეთოდს წარმოადგენს, პროგრამა დაფუძნებულია სასწავლო პროცესში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც კიდევ უფრო ხელს უწყობს 21-ე საუკუნის ბავშვებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას. პროგრამით გათვალისწინებული შემეცნებითი თამაშების ნაწილი საბავშვო ვებ-გვერდზე www.superkids.ge გვაქვს ატვირთული, სადაც ნებისმიერ ბავშვს აქვს შესაძლებლობა ითამაშოს, ისწავლოს ინგლისური და სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლოდაც აქციოს კომპიუტერთან გატარებული დრო.

www.bc.ge
ტელ.: 2941111; 2182848
R

2453
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?