"თქვენი მოლოცვები გულს მითბობს და მაბედნიერებს, მადლობა“ რამდენიმე დღის წინ თბილისის მერს, კახა კალაძეს მეოთხე შვილი შეეძინა. თბილისის პირველმა ლედიმ, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ მეოთხე ბიჭი საფრანგეთში საკეისრო კვეთით გააჩინა. რასაკვირველია, ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მედიაში.
მშობიარობის შემდეგ ოთხგზის დედიკო თავს უკვე კარგად გრძნობს და პატარას პარიზის მახლობლად, ბულონის ტყეში ასეირნებს. როგორც ჩანს, პირველ პერიოდს ნიკოლა დედასთან ერთად საფრანგეთში გაატარებს.
ანუკი ბოლო დროს დამკვიდრებულ ტრადიციას მისდევს და ნიკოლას ფოტოს ბოლომდე არ ასაჯაროვებს, თუმცა მასთან ერთად პოზირებს და სურათებს ინსტაგრამზეც ტვირთავს, თან მეგობრებს მადლობასაც უხდის: „თქვენი მოლოცვები გულს მითბობს და მაბედნიერებს, მადლობა“.
თეკლა ჟვანია