ოთომ ბავშვს გვარიც მისცა და ახლა შესანიშნავი მამაა მომღერალი ინდირა ჯგერნაიას ბიჭი, ადნრია ორი წლის გახდა. ინდირამ და მისმა მეუღლემ, ოთო გაბუნიამ შვილს ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს.
ბოლო პერიოდში ინდირა ძალიან ცოტას საუბრობს პირად ცხოვრებაზე. როგორც ცნობილია, მომღერალს გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონფლიქტი და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა შვილის მამასთან. თუმცა დღეს წყვილი ისევ ერთადაა, ოთომ ბავშვს გვარიც მისცა და ახლა შესანიშნავი მამაა. წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს.
ოთო გაბუნიამ შვილს დაბადების დღე შემდეგი სიტყვებით მიულოცა:
„ანდრია გილოცავ დაბადების დღეს.
შენი მამიკო იზრუნებს შენს აღზრდაზე და გაზრდაზე. განათლებაზე, ცოდნაზე, სპორტზე და გართობაზე, ლაიfსტაილზე და ერთი სიტყვით, თუკი რამ ვიცი და მეცოდინება ყველაფერზე! ხოლო ღმერთი, რომელმაც მაჩუქა შენი თავი, იზრუნებს შენს ჯამრთელობაზე, წყალობაზე და კეთილდღეობაზე. მე და ღმერთი ვთანამშრომლობთ. ამიტომ მადლობას გადაგიხდი, როცა გაიზრდები, ამხელა საჩუქრისთვის. დიდება უფალს".
ინდირამ კი, გარდა იმისა, რომ ორიგინალური ტორტით გააოცა სტუმრები, პატარას თავადაც უმღერა.
იხილეთ ინდირას სიმღერა შვილის დაბადების დღეზე
ინდირა ჯგერნაიას სიმღერა შვილის დაბადების დღე