„არასდროს მაკავებს ვალდებულება, რომ მღვდელი ვარ და ექვსი შვილის მამა...“
„არასდროს მაკავებს ვალდებულება, რომ მღვდელი ვარ და ექვსი შვილის მამა...“
მამა პეტრე კვარაცხელიას სოციალურ ქსელში აქტიურობა ყველასთვის ცნობილია. მისი ლაივები და ფოტოები მრავლად მოიპოვება ინტერნეტში. თუმცა ამჯერად, მეტად სერიოზულ ჩანაწერს გთავაზობთ, რომელსაც მეუღლესა ნინო ვეკუას უძღვნის. შეგახსენებთ, რომ ნინო და პეტრე 6 შვილის მშობლები არიან.

"კოლხურ უხერხულობას მინდა გადავაბიჯო და ვთქვა ის, რასაც ძილშიც ვფიქრობ, მაგრამ ხშირად არ ვამბობ...
შენც იცი, ოღონდ უკეთესად მინდა იცოდე... არასდროს მაკავებს ვალდებულება, პასუხისმგებლობა, ის, რომ მღვდელი ვარ და ექვსი შვილის მამა... რასაც აქამდე მოვყავარ და მიმაჯაჭვა, შენი სიყვარულია... არც თუ ისე ცოტა ხანია ერთად
ვართ. ამ ხნის მანძილზე ბევრი იყო გაბრაზება, გულისწყრომა, კამათი, გაბუტვა, მაგრამ ზღურბს ვერც ერთი გადაცდა...
არასდროს ვყოფილვარ აფხაზეთში. მხოლოდ შენს თვალებს შერჩენილი უსასრულობით შემიძლია იქაურ უმნიშვნელო "შუკაზეც" ვისაუბრო... თვალების სიმწვანეში დღემდე დაფრინავენ თოლიები, დაცურავენ კელასურის ოქროს თევზები, ღელავენ პალმები და მაგნოლიები... ეს ყველაფერი კი მეტია, ვიდრე ენგურს გაღმა დარჩენილი კუთხის გეოგრაფიული მდებარეობა.
13 სექტემბერს დაიბადე, მაგრამ ჩემთვის წუთში ათასჯერ იბადები. ზოგჯერ ნერვებიც მეშლება, ბოლომდე რომ ვერ ამოგხსენი და გაგიცანი... არც არის საჭირო...
ყოველი თვის მეცამეტე დღეს მთაწმინდაზე, ნინო ჭავჭავაძის საფლავთან ვხვდებოდით... ეს იყო ჩვენი შერიგება-განშორების და ისევ შეხვედრის სადგური...
თუ ვინმეს წინაშე ბოდიში
მაქვს მოსახდელი და პატიება სათქმელი - შენ ხარ, რადგან ხშირი ,,მოუცლელობის" გამო ყურადღება დაგაკელი... ისიც ვიცი, გეუბნებიან, როგორ არ ეჭვიანობ, მუდამ გარეთ არისო... გეუბნებიან იმასაც, სასულიერო პირია და მშვიდად ალბათ ამიტომაც ხარო!.. შენ ყველაზე უკეთ იცი, შენი სიმშვიდის მიზეზი არა რეგალიები, არამედ ჩემი მარადიული სიყვარულია...
ყველაფერს გჩუქნი, რაც მაბადია...
პირველად რომ მითხარი და მერე გეუხერხულა, იმ სიტყვებს გიბრუნებ - "მიყვარხარ! ისე კი არა, ისე, უბრალოდ"!..
თეკლა ჟვანია
2665
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```