„დამიძახე და მასწავლე, როგორ ავდგე ეს დანარცხებული...“ - ზუზუს ცოლის ემოციური წერილი
„დამიძახე და მასწავლე, როგორ ავდგე ეს დანარცხებული...“ - ზუზუს ცოლის ემოციური წერილი
მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის მეუღლე, თამუნა ორაგველიძე ფეისბუქზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილ ქმარს მიმართავს:

„მიწაზე დამანარცხე და წახვედი, მიყვარხარ, მენატრები ,გიბრაზდები ყველაფერი ერთმანეთში ამერია. როგორ მეძახდი ხოლმე? TAMARA (ახლაც მესმის). ჰოდა, დამიძახე და მასწავლე, როგორ ავდგე ეს დანარცხებული. ვგრძნობ, ძალა გამომეცალა და სადღაც დავიკარგე. ოჰ, როგორ მენატრები ჩემო, ჩემოო, მარტო ჩემო“.

ზუზუ და თამუნა რამდენიმე თვის წინ დაქორწინდნენ. შეიძლება ითქვას, რომ მათი შეუღლების ამბავი პრესამაც ბოლოს გაიგო. წყვილი თავს ბედნიერად გრძნობდა და სამომავლო გეგმებსაც აწყობდა. სამწუხაროდ, მხოლოდ ოთხი თვე დასცალდათ
ერთად ყოფნა. ზუზუ აგვისტოს თვეში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ლიფტში გარდაცვლილი იპოვნეს, მიზეზი აქამდე უცნობია, ხან გულის შეტევას ვარაუდობენ, ხან დამამშვიდებლებს "აბრალებენ", თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ზუზუს მამაც ამავე ასაკში, 40 წლისა გულით დაიღუპაო. ასეა თუ ისე, მარტო დარჩენილი თამუნა, მეუღლის გარდაცვალებით მიყენებულ ტკივილს ვერ უმკლავდება.
თეკლა ჟვანია

5393
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?