ცოტა ხნის წინ თბილისში ყურადრების ცენტრში აღმოჩნდა ქორწილი, რომლის „მოქმედი პირები“ საზოგადოებისათვის მეტნაკლებად ცნობადი სახეები იყვნენ. ცოტა ხნის წინ თბილისში ყურადრების ცენტრში აღმოჩნდა ქორწილი, რომლის „მოქმედი პირები“ საზოგადოებისათვის მეტნაკლებად ცნობადი სახეები იყვნენ.
რუსი ტელეწამყვანის და "ჩცდ"-ს მსახიობის ვაჟმა საქართველოში იქორწინა (ფოტო+ვიდეო)
1 სექტემბერს პოპულარული რუსი მსახიობისა და ტელეწამყვანის, ლარისა გუზეევასა და ქართველი ტელესახის, კახა თოლორდავას, ვაჟმა, გიორგიმ, ცოლი მოიყვანა.
გიორგი თოლორდავა მოსკოვში ცხოვრობს, ცოლად რუსი გოგონა შეირთო, მაგრამ ქორწილის გადახდა წყვილმა საქართველოში ისურვა.
კახა თოლორდავა, რომელიც ძირითადად მუსიკალურ სფეროში მუშაობს და მუსიკის კრიტიკოსადაა ცნობილი, დაახლოებით ნახევარი წლის წინ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ფილოსოფოს ბაჩოს როლით გამოჩნდა.
მას ვაკის საზოგადოება ჭკუას ეკითხება, ისიც სრული სერიოზულობით იძლევა აბსურდულ რჩევებს და შაგუსა და ჩიკას წრე მისი მითითებებით მოქმედებს.
58 წლის კახა თოლორდავას მისი თაობა კარგად იცნობს, გასული საუკუნის 80-იანების დასაწყისში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიჭი იყო, რომლის გატაცების - მუსიკის შესახებ ყველამ იცოდა.
უნივერსიტეტის შემდეგ მისი საქმიანობა მრავალმხრივარ გაგრძელდა, თანამშრომლობდა სარეკლამო სააგენტოებთან, მუშაობდა ბუნების დაცვის სფეროში, წერდა მუსიკაზე, 6 წელი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „უცნობი მუსიკა“ მიჰყავდა...
პარალელურად კი ერთადერთ ვაჟს ზრდიდა, რომელიც თბილისში მამას ხშირად სტუმრობდა და, როგორც კახამ გვითხრა, მთელი საქართველო ფეხით აქვს მოვლილი.
- ბატონო კახა პირველ რიგში, გილოცავთ ვაჟის გაბედნიერებას. როგორ და რატომ გადაწყვიტეს მან და მისმა რჩეულმა ქორწილის გადახდა საქართველოში?
- უკვე 9 წელია ჩემი ვაჟიშვილი და ამჟამად უკვე მისი ცოლი ერთად არიან. ორივე მოსკოვში ცხოვრობს და რუსეთის მოქალაქეები არიან, მაგრამ რატომღაც გადაწყვიტეს, თბილისში ჰქონოდათ ქორწილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო გრანდიოზული ქორწილი და სულ რაღაც 75 ადამიანი ესწრებოდა, საკმაოდ დიდი ხანი დაგვჭირდა მის მოსამზადებლად. განაგრძეთ კითხვა