გლდანში მომხდარ ავარიას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა
გლდანში მომხდარ ავარიას  დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა
გლდანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეითად მოსიარულე ქალს და მის შვილს ავტომობილი დაეჯახა. ავარიის შედეგად ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს"  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა მძღოლი შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად მალევე დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, გამოძიება 128-ე მუხლისა და 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალებით ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"
2842
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
არანაირი საგამომძიებლო მოქმედებები არ ჩატარებულა, დამნაშავე თვითონვე ჩაბარდა ;) ჯერ გაარკვიეთ და მერე წერეთ ხოლმე სტატიები :)
15:34 / 12-09-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```