ქვეითად მოსიარულე ქალს და მის შვილს ავტომობილი დაეჯახა
გლდანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეითად მოსიარულე ქალს და მის შვილს ავტომობილი დაეჯახა. ავარიის შედეგად ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა მძღოლი შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად მალევე დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, გამოძიება 128-ე მუხლისა და 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალებით ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"