თუ ჯერ კიდევ არ გიყიდიათ სასკოლო ნივთები - რას გვირჩევენ გამოცდილი მშობლები
თუ ჯერ კიდევ არ გიყიდიათ სასკოლო ნივთები - რას გვირჩევენ გამოცდილი მშობლები
სასწავლო წლის დასაწყისი კარს მოგვადგა და ბევრი მშობელი უკვე რა ხანია, მოემზადა სასკოლო ციებცხელებისთვის. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც ახლა მოიცალეს, ახლა გაუთავისუფლდათ დრო ან მოუგროვდათ თანხები, რომ შეიძინონ ყველა საჭირო ნივთი. სწორედ მათთვის შევკრიბეთ დედების ფორუმებიდან რამდენიმე საინტერესო პრაქტიკული რჩევა - სად რის ყიდვა ჯობს, სად როგორი ფასებია და რამდენად კომფორტული გარემო.

"მე მაგალითად, ყოველ წელს ლილოში დავდივარ სასკოლო ნივთების საყიდლად. ვფიქრობ, რომ იქ ყველაზე იაფია. თუმცა რასაკვირველია, მასაც აქვს თავისი მინუსები - გჭირდება ბევრი სიარული, იღლები, რამდენიმე სხვადასხვა ადგილას
გიწევს გადაადგილება საჭირო ნივთისთვის და რაც მთავარია, თუ ბავშვიც თან გყავს - ჩანთა ან პენალი რომ აარჩიოს, ბავშვის წუწუნი ცალკე ემატება ამ ყველაფერს... ყოველ წელს ვფიქრობ, რომ ის შეღავათი, რასაც ვაკეთებ, ამ დაღლად არ ღირს, თუმცა ბოლოს მაინც ასე ვიქცევი. ახლა მტკიცედ გადავწყვიტე, რომ მომავალ წელს ცოტა უფრო ცივილიზებული არჩევანი გავაკეთო და საკუთარ ნერვებსა და ენერგიას მეტად გავუფრთხილდე, მით უმეტეს, რომ ფასებში ძალიან დიდი სხვაობა არაა".
ლიკა, 35 წლის

"რამდენიმე წელი ლილოს ბაზრობაზე ვიარე, მერე ერთ წელს სადგურის მოე
დანზე ვნახე რაღაც საბითუმო და იქ ვიყიდე სასკოლო ნივთები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ დამავიწყდა და მერე ისევ მისაბრუნებელი გავხდი. ყველაფერი რომ მიმოფანტულია, ქაოტურად არის, მავიწყდება, რა უნდა ვიყიდო, თვალში რომ არ მხვდება, ვერც ვიხსენებ. ორი წელია მაღაზიებში დავიწყე ყიდვა, აქციებზე. მაგალითად, "ბიბლუსში" წელს კარგი აქციები აქვთ და საკმაოდ ხელსაყრელ ფასებად ვიყიდე რვეულებიც (55 თეთრიდან), პენლების ფასები დაახლოებით 5 ლარიდან იწყებოდა, ჩანთების - 20 ლარიდან. არჩევანიც ჰქონდათ წინა წლებთან შედარებით კიდევ უფრო მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ყველაფერი რომ ჩანს, კონსულტანტიც გეხმარება, არ იღლები და არც გავიწყდება, რა გინდა".
ნია, 29 წლის

"ვინც ჯერ ვერ მოასწრო ნივთების ყიდვა, მათ ვურჩევდი, გადახედონ ინტერნეტსივრცეს და სხვადასხვა აქციას. მაგალითად, "კარფურში" წელს რვეულები ჰქონდათ იაფად, უბრალოდ, არჩევანი არ იყო დიდი და ჩემი უფროსი გოგო, რომელიც "ლიბერთინსის" წიგნებზე გიჟდება, პირდაპირ "ბიბლუსში" წავიდა და იქ იყიდა რვეულები საყვარელი წიგნებისა და პერსონაჟების გამოსახულებით. ჩანთა და პენალებიც იქვე შევიძინეთ. ტანსაცმელი ლილოში ვიყიდეთ ძირითადად, რაღაც ნაწილი - მაღაზიებში აქციებზე. ახლა პრაქტიკულად ყველაფერი გვაქვს, წიგნებსღა ველოდებით..."
ლიკა, 30 წლის

376
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?