კონკიას ამბავი: როგორ ცხოვრობს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის მეუღლე
კონკიას ამბავი: როგორ ცხოვრობს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის მეუღლე
ყველამ როდი იცის, რას ნიშნავს სიმდიდრე, განსაკუთრებით კი უზარმაზარი კაპიტალი - ასობით, ათასობით, მილიონობით დოლარი. თუმცა ეს არა ეხება ფორბსის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებული მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის მეუღლეს.

ამ ადამიანის შესახებ ალბათ მხოლოდ იმას სმენია, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. ისე კი მაინც შეგახსენებთ და გეტყვით, რომ ჯეფ ბეზოსი ინტერნეტ მაღაზიიის, Amazon.com-ის, აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin-ის და გამოცემა  The Washington Post-ის დამფუძნებელი გახლავთ. ბეზოსის შემოსავალი წელიწადში 107 მილიარდ დოლარს შეადგენს.
mshoblebi
რაც შეეხება მის მეუღლეს, მაკენზი ბეზოსს, საკმაოდ მოკრძალებულად
იზრდებოდა. ბევრს კითხულობდა, წერდა პატარ-პატარა მოთხრობებს და ოცნებობდა გამხდარიყო ცნობილი მწერალი. პრინსტონის უნივერსიტეტში სწავლის დროს საკუთარი თავის რჩენა თავად უწევდა, მიმტანად და ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა.
mshoblebi
mshoblebi
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მაკენზიმ დროებით გვერდზე გადადო საკუთარი ოცნება და მუშაობა ერთ-ერთ საინვესტიციო კომპანიაში დაიწყო. სწორედ ამ კომპანიაში გაიცნო გოგონამ მომავალი მეუღლე. მაშინ ჯეფი კომპანიის ვიცე პრეზიდენტი, მაკენზი კი ანალიტიკოსი გახლდათ.
mshoblebi
mshoblebi
წყვილმა ნახევარ წელიწადში იქორწინა. ახალდაქორწინებულები საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდნენ და განაგრძობდნენ ერთად მუშაობას. თუმცა მეოცნებე მაკენზის არ ასვენებდა უკეთეს მომავალზე ფიქრი, მან შეადგინა ბიზნეს გეგმა და მეუღლე საკუთარი საქმის დაწყებაზე დაითანხმა.
mshoblebi
mshoblebi
იგი არა მარტო მორალურად ამხნევებდა ქმარს, არამედ
მაშინ ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობი კომპანიის, "ამაზონის" ერთადერთი თანამშრომელი და ბუღალტერი გახდა. რამდენიმე წელიწადში "ამაზონი" მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და პოპულარულ პორტალად იქცა, ჯეფ ბეზოსმა კი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთაა სიაში ამოყო თავი.
mshoblebi
წყვილს ამჟამადაც საერთო ბიზნესი აქვს, რა თქმა უნდა, ის ჯეფზეა გაფორმებული, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მაკენზი ამ კომპანიის საქმიანობაში აღარ ერევა.

ჯეფი და მაკენზი გეითსისა და ბარაკ ობამას მეზობლად ცხოვრობენ. ჰყავთ სამი ვაჟი და ერთი ნაშვილები ჩინელი გოგონა.
mshoblebi
მაკენზიმ აისრულა ბავშვობის ოცნებაც და დაწერა წიგნები "ლუთერ ოლბრაიტის გამოცდა" და "მახეები". ორივე წიგნი ამერიკაში ბესტსელერად იქცა. მაკენზიმ საქველმოქმედო ფონდიც დააარსა და გაჭირვებულებს ეხმარება.
3125
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```