ბეზოსის შემოსავალი წელიწადში 107 მილიარდ დოლარს შეადგენს... ყველამ როდი იცის, რას ნიშნავს სიმდიდრე, განსაკუთრებით კი უზარმაზარი კაპიტალი - ასობით, ათასობით, მილიონობით დოლარი. თუმცა ეს არა ეხება ფორბსის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებული მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის მეუღლეს.
ამ ადამიანის შესახებ ალბათ მხოლოდ იმას სმენია, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. ისე კი მაინც შეგახსენებთ და გეტყვით, რომ ჯეფ ბეზოსი ინტერნეტ მაღაზიიის, Amazon.com-ის, აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin-ის და გამოცემა The Washington Post-ის დამფუძნებელი გახლავთ. ბეზოსის შემოსავალი წელიწადში 107 მილიარდ დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება მის მეუღლეს, მაკენზი ბეზოსს, საკმაოდ მოკრძალებულად იზრდებოდა. ბევრს კითხულობდა, წერდა პატარ-პატარა მოთხრობებს და ოცნებობდა გამხდარიყო ცნობილი მწერალი. პრინსტონის უნივერსიტეტში სწავლის დროს საკუთარი თავის რჩენა თავად უწევდა, მიმტანად და ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მაკენზიმ დროებით გვერდზე გადადო საკუთარი ოცნება და მუშაობა ერთ-ერთ საინვესტიციო კომპანიაში დაიწყო. სწორედ ამ კომპანიაში გაიცნო გოგონამ მომავალი მეუღლე. მაშინ ჯეფი კომპანიის ვიცე პრეზიდენტი, მაკენზი კი ანალიტიკოსი გახლდათ.
წყვილმა ნახევარ წელიწადში იქორწინა. ახალდაქორწინებულები საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდნენ და განაგრძობდნენ ერთად მუშაობას. თუმცა მეოცნებე მაკენზის არ ასვენებდა უკეთეს მომავალზე ფიქრი, მან შეადგინა ბიზნეს გეგმა და მეუღლე საკუთარი საქმის დაწყებაზე დაითანხმა.
იგი არა მარტო მორალურად ამხნევებდა ქმარს, არამედ მაშინ ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობი კომპანიის, "ამაზონის" ერთადერთი თანამშრომელი და ბუღალტერი გახდა. რამდენიმე წელიწადში "ამაზონი" მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და პოპულარულ პორტალად იქცა, ჯეფ ბეზოსმა კი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთაა სიაში ამოყო თავი.
წყვილს ამჟამადაც საერთო ბიზნესი აქვს, რა თქმა უნდა, ის ჯეფზეა გაფორმებული, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მაკენზი ამ კომპანიის საქმიანობაში აღარ ერევა.
ჯეფი და მაკენზი გეითსისა და ბარაკ ობამას მეზობლად ცხოვრობენ. ჰყავთ სამი ვაჟი და ერთი ნაშვილები ჩინელი გოგონა.
მაკენზიმ აისრულა ბავშვობის ოცნებაც და დაწერა წიგნები "ლუთერ ოლბრაიტის გამოცდა" და "მახეები". ორივე წიგნი ამერიკაში ბესტსელერად იქცა. მაკენზიმ საქველმოქმედო ფონდიც დააარსა და გაჭირვებულებს ეხმარება.