"თქვენ რა, ნემსი შეგერჭოთ და მერე იგივე ნემსი ბავშვს გაუკეთეთ-თქო?" - რას ჰყვება დედა, რომლის შვილსაც ექთნის გამო C ჰეპატიტის გადადების საფრთხე შეექმნა
"თქვენ რა, ნემსი შეგერჭოთ და მერე იგივე ნემსი ბავშვს გაუკეთეთ-თქო?" - რას ჰყვება დედა, რომლის შვილსაც ექთნის გამო C ჰეპატიტის გადადების საფრთხე შეექმნა
ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად მედდის დაუდევრობის გამო ბავშვს c ჰეპატიტის ვირუსი გადაედების საფრთხე შეექმნა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ძალიან ბევრ მშობელს გაუჩნდა შიში, რომ სამედიცინო დაწესებულებებშიც კი უსაფრთხოების წესები დაცული არ არის და ელემენტარულმა პროპცედურამაც კი ბავშვი შეიძლება დიდი რისკის წინაშე დააყენოს.

mshoblebi.ge ბავშვის მშობელს, თამუნა ჯიქიას დაუკავშირდა და მომხდარის დეტალების გჰახსენება სთხოვა. როგორ მოხდა ინფექციის კერა ბავშვის სხეულში.

"ბავშვი გეგმიურ კვლევაზე მივიყვანე კლინიკაში. შპრიცის გახსნის დროს ექთანს ხელში შეერჭო ნემსი, რომელიც მემას შემდეგ დავაფიქსირე, რაც ექთნის თითზე
სისხლის წვეთები შევნიშნე.
ვკითხე, თქვენ რა, ნემსი შეგერჭოთ და მერე იგივე ნემსი ბავშვს გაუკეთეთ- თქო?
"უიი, ჩემი სიკვდილი, სულ არ მიგრძვნიაო" - თქვა.
მე გამოვთქვი პროტესტი, მოვითხოვე მისი კვლევა ყოველგვარ სისხლით გადამდებ ინფექციაზე.
მისგან მივიღე უარი და სიტყვიერი მტკიცება იმის, რომ მას არაფერი სჭირდა.
მივმართე კლინიკის დირექტორს, მასთან შეთანხმებით ექთანს ჩაუტარდა კვლევა და დაუდგინდა აქტიური c ვურუსი.
ჩაუტარდა ბავშვსაც იმავე დღეს კვლევა,იმის გამოსარიცხად, რომ ამ შემთხვევამდე ბავშვს არაფერი ქონდა.
ამ შემთხვევიდან 3 კვირის თავზე ბავშვს ჩაუტარდა მაღალ ტექნოლოგიური კვლევა PCR . პირველადი კვლევით, არ აღმოაჩნდა ვირუსი.
მაგრამ ეს არ მაძლევს ამ დამშვიდების საფუძველს, დაახლოებით
6 თვე ან ერთი წელი ბავშვი პერიოდულად უნდა შემოწმდეს. ვინაიდან არსებობს დაინფიცირების რისკი.

თამუნა ჯიქია სხვა მშობლებსაც მიმართავს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
"მშობლებო, მადლობა მხარდაჭერისთვის. გაფრთხილდით ყველანი, დააკვირდით ყველა დეტალს კლინიკებში, როცა თქვენი შვილები ან თქვენ მიდიხართ კვლევებზე. ლაბორანტს ხელზე ხელთათმანი უნდა ეკეთოს და ყველა პაციენტთან უნდა იცვლიდეს ახალს! თუ თქვენ არ იქნებით ყურადღებით, ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არაპროფესიონალიზმის, უპასუხისმგებლობის პიკს აღწევს სამედიცინო სფერო!" - აცხადებს ბავშვის დედა.

7908
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
vghk-ს
0
თუ იცი გვითხარი! სანამ გავარკვევთ საქართველო და ქართველობა აღარ იქნება!...
15:31 / 18-09-2018
მოქალაქე
0
რისკის ქვეშ მყოფ პერსონალს,როგორებიც არიან ქირურგები, რეანიმატოლოგები, სასწრაფოს ექიმები, სტომატოლოგები და ე ქ თ ნ ე ბ ი ჭირდებათ ყოველწლიური გამოკვლევა გადამდებ დაავადებებზე. ამაზე უნდა ზრუნავდეს ჯანდაცვის სამინისტრო და არა პაციენტი.
15:30 / 18-09-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?