ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 4 წლის წინ მომხდარ ფაქტზე წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 4 წლის წინ მომხდარ ფაქტზე წერს.
"4 წლის წინ, მგონი ივლისი იყო მირეკავენ და მეუბნებიან რომ საბაა ცუდათ. დროებით, ახალი ძიძა ჰყავდა და ცოტა შეშინებული ხმით მეუბნება, “ცუდად ყოფნის მიზეზი კვამლია”. ვეკითხები რა კვამლი, არ მპასუხობს.
მოკლედ, გავიქეცი სახლში. გზიდან დედაჩემს ვურეკავ არ მპასუხობს. თურმე ბავშვთანაა. მამაჩემის ტელეფონზე დაკავებაა. არაფერი ისეთი სრული სიზუსტით არ მახსოვს, როგორც ის გზა. ყველა წუთი, წამი, რა მანქანამ ჩაიარა. რატო ვაკვირდებოდი ცოტა გათიშული ყველაფერს, კაცმა არ იცის.
მოკლედ, სახლამდე მივაღწიე და ვხედავ ცოცხალს ჩემს შვილს, რომელსაც ფერი არ აქვს, სულ თეთრია, ძალიან სუსტად წევს ლოგინზე მოკუნტული. მეუბნებიან, რომ დილით, ახალმა გაღვიძებულმა მოიპარა სიგარეტი მოწია, აერია გული და შემდეგ უფრო ცუდად გახდა და ამ ყველაფერში ყველაზე არაადეკვატური მე, ვიწყებ ყვირილს, გაუგებრად, ქაოსურად რაღაცეებს ვბღავივარ და არასოდეს დამავიწყდება საბას თვალები, რომელსაც მას შემდეგ, არასოდეს ვუნახივარ ისეთი შეშინებული და არაადეკვატური. საბა მიყურებდა ცრემლიანი და ძალიან შეშინებული. ბოლოს ჩაეძინა და თითქმის ერთი დღე ეძინა.
ეს იყო პირველი და უკანასკნელი, როდესაც ჩემს შვილს, ისედაც განსაცდელში მყოფს ტრავმა დავუმატე. დარწმუნებული ვარ, მე მელოდებოდა ყველაზე მეტად იმიტომ, რომ მეშველა და იმედი გავუცრუვე... განაგრძეთ კითხვა