"სულაც არ მიკვირს, ამდენი უცხოელი რომ გადმოდის ჩვენთან საცხოვრებლად"
ამერიკაში გათხოვლი ნუკი კოშკელიშვილი ამჯერად ქმართან და პატარა შვილთან ერთად საქართველოში იმყოფება. არავისთვის უცხო არ არის მოდელის სოცილურ ქსელებში აქტიურობა. ამჯერად ნუკი საკუთარ ინსტაგრამზე სამშობლოს მიმართ თავსი პოზიტიურ განწყობებზე წერს.
"ეს ჩემი ქმარი უკვე ქართველი მგონია და თვითონაც ასე მიაჩნია. მოკლედ, სადაც არ უნდა წავიდე, აქ მირჩევნია. მხოლოდ საქართველოში ვგრძნობ თავს, როგორც სახლში, იმის მიუხედავად, აქ რომ არ ვარ გზარდილი, უკვე დიდი ვიყავი, როცა ჩამოვედი. რაღაცნაირი ქვეყანაა, სხვანაირი ჰაერია, გწამლავს და ცხოვრების ბოლომდე აქ ყოფნა გიხარია. აი, ხომ არც აყვავებული ქვეყანა ვართ, ხან გლანძღავენ, ხან უყვარხარ, სულ ინტრიგები, სულ ჭორაობა, თან სულ ხალისი და სიმარტივეა. ეს არის სამოთხე, სულაც არ მიკვირს, ამდენი უცხოელი რომ გადმოდის ჩვენთან საცხოვრებლად. იმედი მაქვს, ოდესმე მეც დავბრუნდები სამუდამოდ. მანამდე კი ვეცდები, რაც შეიძლება დიდი დრო გავატარო აქ" - წერს მოდელი საკუთარ ინსატაგრამზე.
"გაიცანით ჩვენი ოჯახის ახალი წევრი" - რა სახელი შეურჩიეს ნუკი კოშკელიშვილის პატარას