გეგმური აცრები სავალდებულო ხდება?
გეგმური აცრები სავალდებულო ხდება?
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის მიხედვით, გეგმური აცრები სავალდებულო ხდება.

ცვლილების თაობაზე პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, ცვლილება ორ კანონში შედის და აცრების გეგმური ეროვნული კალენდარი, სავალდებულო გეგმური კალენდარი ხდება.

"წარმოდგენილი კანონპროექტების პრინციპი არის ერთი - მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ ჩვენს მოქალაქეებს იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ძალიან ერთმნიშვნელონად აფიქსირებს, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდი, რომ თავიდან ავიცილოთ ისეთი საშიში დაავადებები, რომლებიც ჩვენი შვილების ჯანმრთელობას და სიცოცხლ
ეს ემუქრება. ეს დაავადებებია წითელა, პნევმოკოკური ინფექციები და ყველა ის დაავადება, რომლებიც გეგმური იმუნიზაციის კალენდრით თავიდან აცილებადია", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ინიციატივასთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე მიწვეულმა პედიატრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და ცვლილებების განხორციელებაზე მზაობა გამოხატეს. "ჩვენ ინიციატივას მივესალმებით. მაქსიმალურად შევეცდებით მის განხორცილებას მხარი დავუჭიროთ. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტის მშობელი უნდობლად მოგვმართავს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ვაქცინაციის შესახებ, პირველ ეტაპზე, მშობლების განათლების დონის ამაღლება. კარგი იქნება თუ ამ საკითხში სამინისტროებთან ერთად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც თუ დაგვეხმარება. საკითხი საკმაოდ სენსიტიურია, თუმცა როგორც კი მშობელს სწორედ განემარტება ვაქცინაციის აუცილებლობის მნიშვნელობა, იგი უარს აღარ იტყვის საკუთარი შვილის აცრაზე. ჩვენს ქვეყანას აქვს
ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინები, აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის კალენდარს ვუსწრებთ კიდეც და ამის გამოუყენებლობა ფაქტობრივად დანაშაულია", - განაცხადა პედიატრმა თემურ მიქელაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

329
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
კკკკ
0
ხო აბა, ხო არ იტყვით ცუდი ვაქცინა? ყველაფერი უხარისხო ხო საქართველოში შემოდის, სათამაშოებიდან და დაწყებული, საკვებით დამთავრებული, რატომ არ კონტროლდება, ამდენი ონკოლოგიური დაავადება რომ არის, განსაკუთრებით ბავშვებში, ამდენი ონკოლოგიური დაავადება არასდროს ყოფილა და ამ აცრებზეა გამახვილებული, აცრილი ბავშვსაც ხშირად გადააქვს რთულად წითელაც და სხვა დაავადებები, რაც საჭირო ჯერ ის აკონტროლეთ და გახადედ სავალდებულო ყველა პროდუქტის შემოწმება.
16:20 / 14-09-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```