"გუდიაშვილზე გვქონდა ბინა, დედაჩემისა და დეიდაჩემის, რომლის იმედადაც ვიყავით"
მსახიობ ზურა ყიფშიძის ქალიშვილმა ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელში მამის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც ემოციური პოსტი დაურთო თან.
"საერთოდ ვერ ვიტან კომენტარების წერას და განხილვას საჯაროდ რაღაცების. პირველ რიგში, მინდა, ეს ადამიანი ყველაზე კარგად მყავდეს და ჯანმრთელად. სამწუხაროა, რომ ვიღაც-ვიღაცებს ძალიან შეეშალათ ზურასთან და ჩვენს ოჯახთან. არ იმსახურებს არანაირად. არა უშავს, ყველა აგებს პასუხს. ღმერთი მიხედავს, ვინ ვინ არის და მიუგებს ყველა მაგის გამო", - წერს ლენუკა.
როგორც მან შემდეგში განმარტა, ოჯახის ახლობელმა გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე მათი ბინა ბანკში ჩადო და თანხა აე დააბრუნა, რის შედეგადაც ბინა დაკარგეს.
"გუდიაშვილზე გვქონდა ბინა, დედაჩემისა და დეიდაჩემის, რომლის იმედადაც ვიყავით. ახლობელს ჩავუდეთ, ვითომ ფული უნდა მოეცათ, მაგრამ მოგვატყუეს. არ მინდოდა, ზურას გაეგო, ვიფიქრე, ჩვენით მოვაგვარებდით, მაგრამ ახლახან გაიგო ზურამ. ვის არ სთხოვა, თუმცა არაფერი გამოვიდა. ახლახან ბანკმა აუქციონზე გაგვიყიდა. ისიც ვიცი, ვინ შეიძინა. ძალიან სამწუხაროა, რომ ვისაც ხმა მიაწვდინა, არაფრით დაეხმარნენ. მით უმეტეს, ზურა ისეთი ადამიანია, რომელიც კაპიკს არავის სთხოვს. რაც აქვს, იქით ეხმარება ხოლმე ყველას… სამწუხაროა, რომ ზურას გვერდით არავინ დაუდგა…
განაგრძეთ კითხვა მერი ბლიაძე