"პრობლემა გაუნათლებლობაა, და არა ტრადიციები..." - ანა სუბელიანი დედასთან ერთად "ნანუკას შოუში"
"ნანუკა ჟორჟოლიანის შოუმ" ახალი სეზონი მშობლებისთვის მეტად საინტერესო და აქტუალური თემით დაიწყო. გადაცემის ერთ-ერთი ნაწილი მიეძღვნა სქესობრივი განათლების საჭიროების საკითხს, სადაც წამყვანს საკუთარი შვილიც ჰყავდა სტუმრად მოწვეული და ერთად საუბრობდნენ, რამდენად საჭირო და აუცილებელია შვილსა და მშობელს შორის მეგობრული საუბრები ნებისმიერ თემაზე, მათ შორის სექსზე.
საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად ნანუკამ ილო ბეროშვილი მამასთან, ანა სუბელიანი კი დედასთან ერთად მოიწვია. გადაცემის ამ ბლოკს განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა. ანა დედასთან ერთად იხსენებდა, როგორ ისაუბრეს პირველად სექსზე და თავად
როგორ აუხსნა 8 წლის შვილს, თუ როგორ ჩნდებოდნენ ბავშვები.
თეკლა ჟვანია
6212
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (16)
.. ს
0
უნახავივით მოქცევა არც ქალებშია მისაღები და არც კაცებში. რატომ მარტო ქალები? კაცები რომ ტრაბახობენ არსებული თუ გამოგონილი "გამარჯვებებით" და ეს ვაჟკაცობად რომ მიაჩნიათ, ნორმალურია?! არც ქალიშვილობაა ასაგდები მასხრად და არც ვაჟიშვილობა, უბრალოდ ბევრი გოგონა ჩვენთან უმანკოებას მხოლოდ იმიტომ ინახავს, რომ ვინმემ რაიმე არ თქვას და არ გაჭორონ, არადა დღე და ღამე სექსზე ფიქრში ატარებენ... ასეთ ქალიშვილობას აქვს ფასი? - რათქმაუნდა არა! თუ ჰორმონები თავისას შვება და თავს ვერ გრძნობ კარგად, ჯანმრთელობა გიფუჭდება, თან გიყვარს ვიღაც , მაშინ სისულელეა თავის "შენახვა"! მაგრამ თუ ადამიანს არ აწუხებს ეს სფერო ან წრფელი( ხაზს ვუსვამ, წრფელი და არა ფარისევლური) რელიგიური გრძნობებით არჩევს ქორწინებამდე თავის შეკავებას, შეიკავოს და ღმერთმა ხელი მოუმართოს! და ეს თანაბრად ეხება ორივე სქესს! რელიგია მარტო ქალებს კი არ ავალდებულებს უმანკოების შენარჩუნებას?! შეცდა ან შეაცდინეს რაც შეეხება, თუ ადამიანს ვიღაც წრფელად უყვარს და ურთიერთობა აქვს, რატომ არის ეს შეცდომა?! (15 წლის ბავშვებზე არ ვსაუბრობ!) შეცდომა და უაზრობა მაშინაა, როდესაც არც გიყვარს, არც მოგწონს და ლოგინში უწვები. და საერთოდ, არ გვეყო ქართველებს მუდმივად სხვის საწოლში ყურება და ბინძური თეთრეულის ქექვა?!
20:27 / 15-09-2018
..
8
სექსის უნახაბობა სექსის ხამები ქალიშვილობა ასაგდები თემა არაა თუ შეცდა ერთხელ ან შეაცდინეს სხვაა და თუ 15 წლიდან არ იკლებ იმიტომ რომ სულ ერთია და არ აქვს არავითარი მნიშვნელობა ეგ უკვე ბოზობააა ბევრი ვივი თინეიჯერი რომ დაწიალობენ @იდან @ლეზე ხტუნაობენ.. ქალიშვილები კი მაგათტვის ბანძები არიან.
20:06 / 15-09-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```