გადაცემის ამ ბლოკს განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუმ" ახალი სეზონი მშობლებისთვის მეტად საინტერესო და აქტუალური თემით დაიწყო. გადაცემის ერთ-ერთი ნაწილი მიეძღვნა სქესობრივი განათლების საჭიროების საკითხს, სადაც წამყვანს საკუთარი შვილიც ჰყავდა სტუმრად მოწვეული და ერთად საუბრობდნენ, რამდენად საჭირო და აუცილებელია შვილსა და მშობელს შორის მეგობრული საუბრები ნებისმიერ თემაზე, მათ შორის სექსზე.
საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად ნანუკამ ილო ბეროშვილი მამასთან, ანა სუბელიანი კი დედასთან ერთად მოიწვია. გადაცემის ამ ბლოკს განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა. ანა დედასთან ერთად იხსენებდა, როგორ ისაუბრეს პირველად სექსზე და თავად როგორ აუხსნა 8 წლის შვილს, თუ როგორ ჩნდებოდნენ ბავშვები.
თეკლა ჟვანია