"საქართველოში დაბრუნებულ ემიგრანტ ქალს სახლი გაყიდული, ქმარი კი დაოჯახებული დახვდა"
"საქართველოში დაბრუნებულ ემიგრანტ ქალს სახლი გაყიდული, ქმარი კი დაოჯახებული დახვდა"

თითქმის არ მოიძებნება საქართველოში ოჯახი, რომელსაც ემიგრანტი არ ჰყავს. ჩვენი ქვეყნის ათასობით მოქალაქე საზღვარგარეთ ეძებს არსებობისთვის, გადარჩენისთვის, საკუთარი შვილების კეთილდღეობისთვის საჭირო სახსრებს, რის გამოც უამრავი სიძნელის გადალახვა უწევთ.

თუ სად, როგორ და რა ფორმით შეიძლება გაუწიოს სახელმწიფომ დახმარება ემიგრანტ მოქალაქეებს, ამის შესახებ გვესაუბრება მიგრაციის საკითხების ექსპერტი ნუგზარ კოხრეიძე, რომელიც 11 წელი მუშაობდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალში. სწორედ ის გვიამბობს საკუთარი სამუშაო გამოცდილებით დაგროვილი მაგალითებით, თუ რა სახის ბარიერებს ეჯახებიან სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტი მოქალაქეები.

mshoblebi

- პირველი ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც
ემიგრაციიდან დაბრუნებულ მოქალექეს ხვდება, ეს არის ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დამყარება, გაუცხოების დაძლევა, რაც მათ შორის მრავალწლიანმა დაშორებამ გამოწვია. ხშირად საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ქალბატონები კონფლიქტურ სიტუაციებში ხვდებიან. უჭირთ იმ ქცევებისა თუ ცხოვრებისეული წესების მიღება, რაც ოჯახის წევრებს აქვთ. შესაძლოა ხასიათში დიდი ცვლილება არც იყოს და წასვლამდე რა ჩვევებიც ჰქონდათ, ისევ ისეთივე ჩვევებით დახვდნენ, მაგრამ ადამიანი, რომელიც სხვა ქვეყნის რიტმს აჰყვა და ყოველი წუთი, საათი გათვლილი აქვს, უკან დაბრუნებული ვერ ეგუება ახლობლებლის უმოქმედობას. ვთქვათ, მაგალითისთვის, მეუღლე რომ მთელი დღე უსაქმურად არის და არაფერს აკეთებს. მეორე ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც შეიძლება იყოს, ეს არის ჯანმრთელობის პრობლემა. ბევრი
ემიგრანტი ქალბატონი სწორედ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ბრუნდება ქვეყანაში. ძალიან იშვიათია ფაქტები, როცა მოქალაქე დაბრუნებულა ფსიქოლოგიური ან ჯანმრთელობის პრობლემის გარეშე. ფაქტობრივად უცხო ქვეყანაში გამომუშავებული თანხა შემდეგ ხმარდება მათ მკურნალობას. მესამე ფაქტორი ის არის, რომ ქვეყანაში დაბრუნებულებს ისევ უწევთ ეკონომიკური პრობლემებთან შეჯახება, რის გამოც იძულებულნი ხდებიან ხელახლა გახდნენ ემიგრანტები.

- რა სახის დახმარება შეიძლება გაეწიოს ემიგრაციიდან დაბრუნებულ მოქალაქეს?
- 1951 წელს დაარსდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში იძულებით ადგილნაცვალი ან უმუშევრად დარჩენილი უამრავი ადამიანისათვის გადაადგილებაში დახმარების აღმოჩენის მიზნით. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რო ამ ოგანიზაციას აქვს ნებაყოფლობით დაბრუნების პროგრამა, რაც გულისხმობს იმას,რომ ამა თუ იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება მოქალაქე, მიმართავს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისს უკან დაბრუნების თხოვნით და ორგანიზაცია უზრუნველყოფს მათ მგზავრობას და შემდეგ უკვე საკუთარ ქვეყანაში მათ რეინტეგრაციას. რეინტეგრაციული ხასიათის დახმარებაში მოიაზრება რამდენიმე მიმართულება: სამედიცინო, გადაუდებელი და გარკვეულწილად ბიზნესხელშეწყობა. მე ვმუშაობდი მიგრაციის საერთაშორის ორგანიზაციაში 11 წელი. გარდა ამისა მსგავსი ტიპის პროგრამა გააჩნია სახელმწიფოსაც. რომელსაც ახორციელებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

- თქვენი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, არაერთი ემიგრანტი ქალბატონის გასაჭირი გექნებათ მოსმენილი...
- სამწუხაროდ, ასეთი ამბები არ არის ერთჯერადი და ძირითადად კონკრეტული ფაქტების წინაშე მაშინ ვხვდებოდით, როცა მონიტორინგს ვატარებდით და გამოკითხვის დროს ვეკითხებოდით ქალბატონებს, თუ როგორ გრძნობდა ის დაბრუნების შემდეგ თავს და რამდენად შეძლო იმ საზოგადოებაში ინტეგრაცია, რომელშიც დაბრუნდა. მახსენდება ერთ-ერთი ფაქტი, რომელიც დიდი ხნის წინ მოხდა. ემიგრაციიდან დაბრუნებულმა ქალბატონმა აღმოაჩინა, რომ სახლი გაყიდული დახვდა, მეუღლე კი სხვაზე დაოჯახებული. გასაოცარია ისც, რომ ამ ქალბატონს უმალავდნენ ამ ამბავს შვილები და მშობლებიც. ის ჩუმად ჩამოვიდა, სიურპრიზის მოწყობა სურდა და აქ ასეთი ამბავი დახვდა. ჩნდება კითხვა, რატომ უმალავდნენ ამ ამბავს? იმიტომ უმალავდნენ, რომ ის იყო ერთადერთი თანხის შემომტანი ოჯახში.

- დღეს უკვე დაუფარავად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ გადაიქცა დედა-შვილის ურთიურთობა სკაიპურთიერთობად და როგორ უწევთ ემიგრანტ ქალბატონებს შვილების მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება...
- ხშირად მსმენია ისტორიები მშობლებისა და შვილების დამოკიდებულებაზე სამსახურის მიღმაც. ჩვენ ამ საზოგადოების ნაწილი ვართ და ყველამ ვიცით, რომ პრაქტიკულად ოჯახი არ არის საქართველოში დარჩენილი, ვისაც ემიგრანტი არ ჰყავს. მინახავს ბავშვები, რომლებიც მშობლებს მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობისთვის მიმართავენ და საუბარს იწყებენ მიყიდე, ფული მჭირდება - ამ ტონით, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ შვილსა და მშობელს შორის გაწყდა ემოციური ბმა, კავშირი, იმიტომ, რომ პატარები იყვნენ, როცა დედას მოუწია წასვლამ. ასაკსაც აქვს და პერიოდს გარდამტეხი მნიშვნელობა. ძალიან ძნელია ვინმეს დადანაშაულება, ეს რატომ ხდება და რატომ გაცივდა ურთიერთობები.
ახალგაზრდებთან მუშაობაა საჭირო, სწორედ მსგავს პრობლემებზე, რომ მშობელი, როგორც მატერიალურ დოვლათის შემომტანი, ისე არ აღიქვან.

- როგორც მიგრაციის საკითხებში გარკვეულმა ადამიანმა, რა შეგიძლიათ ურჩიო ემიგრანტებს და მათ ოჯახის წევრებს, რომ სამშობლოში დაბრუნებამ დამატებით არ გამოიწვისო ფსიქოლოგიური წნეხი?
- მე არა მხოლოდ ვმუშაობდი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში, ჩემი დისერტაციის თემა ეხებოდა მიგრაციას და ამიტომ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც მიგრანტთან, ასევე მის ოჯახის წევრებთან. ამაში ვგულისხმობ იმას, თუ როგორ შეიძლება გამომგზავნისა და მიმღები პირის საშუალებით შევქმნათ მდგრადი შემოსავლის წყარო. მსგავსი შემთხვევების უამრავი მაგალითი არსებობს, მაგალითად დაგროვებითი ბანკი, რა დროსაც სახელმწიფო ან დონორი თანხის 50%-ს თვითონ რიცხვას, 50%-ს კი რიცხავს გამომგზავნი და როდესაც უკვე ადამიანი ბრუნდება სამშობლოში, მას ხვდება გამზადებული და უკვე ამუშავებული საწარმო, დანაზოგი, შეგროვილი თანხა და აღარ უწევს იმაზე ფიქრი, რით იარსებოს. ორი ფაქტორია, რის გამოც საზღვარგარეთ მიდიან. ეს არის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც არის ჩვენ ქვეყანაში და მეორე არის ბანკის ვალები.

- ყველაზე ტრაგიკული ისტორია რა გახსენდებათ ემიგრანტებთან დაკავშირებით?
- ძალიან ბევრი ისტორია მახსენდება, მაგრამ ერთი განსაკუთრებით. პენსიონერი ქალი დაბრუნდა ემიგრაციიდან და დახვდა სახლი გაყიდული, შვილმა კი ზურგი შეაქცია. ჩვენმა ორგანიზაციამ ამ ქალბატონს დაუქირავა სახლი და აუყვანა მომვლელი. მომვლელი იმიტომ, რომ ფიზიკურადაც რთულ მდგომარეობაში იყო. ერთადერთი ადამიანი, ვინც მის გვერდით აღმოჩნდა, იყო მისი მეგობარი.

- რა ფორმით ხდება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში მოქალაქეების დარეგისტრირება?
- ეს ორგანიზაცია მხოლოდ იმ ადამიანებს ეხმარება, რომლებიც სპეციალური პროგრამით ბრუნდებიან სამშობლოში. პროგრამის შინაარსი დამოკიდებულია იმ ქვეყანაზე, საიდანაც ისინი უკან ბრუნდებიან. ეს არის ნებაყოფლობით სამშობლოში დაბრუნების პროგრამა არალეგალი ემიგრანტებისთვის. მაგალითად, თუ საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი ქართველი იქ არ მიმართავს ორგანიზაციას ნებაყოფლობით დაბრუნების შესახებ, აქ საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ფილიალი ვერ გაუწევს დახმარებას, თუმცა ამ კუთხით არსებულ სახელმწიფო პროგრამაში შეუძლია მონაწილეობა.

- რამდენად ხშირი იყო მომართვიანობა ამ პროგრამაში მსურველი ემიგრანტების?
- მე როცა ვმუშაობდი, საკმაოდ ბევრი ემიგრანტი მოგვმართავდა დახმარების მიზნით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 200-მდე ადამიანი იყო მოსული.

- საქართველოს რომელ ქალაქებშია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ფილიალები?
- თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში, ფოთში და გორში.

- მიგრაციის საერთაშორისო ორგაიზაციების ფილიალებს შეუძლიათ დასაქმების კუთხით აღმოუჩინონ დახმარება ბენეფიციარებს?

- წესით კი, თუმცა ეს მექანიზმი სუსტად მუშაობს.
რუსკა კილასონია
ტეგები: ემიგრანტი
26447
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (13)
!
0
ნუ განიკითხავთ ნურც კაცებს და ნურც სამუშაოდ წასულ ქალებს.. ეს ყველაფერი უკიდურესი გაჭირვების ბრალია. ქართველი ქალები კი არიან და იქნებიან გმირები
17:23 / 07-10-2018
nata
1
დაკნინდნენ კაცები და პრობლემებიც გაჩნდა.თავს არიდებენ ოჯახური პრობლემების გადაწყვეტას და ქალებს შეატოვეს ხელში ყველაფერი,თვითონ სვავენ და საყვარლებს ეძებენ,ვის ახსოვს ოჯახი და შვილები.ქალები კიდევ გარბიან რომ შვილები მშიერები არ დარჩნენ და იწყება მოჯადოებული წრე და ბოლოს ამ ყველაფერს აღარც ოჯახი ქვია და საბოლოოდ აღარც სახელმწიფო!
10:57 / 18-09-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```